უცხოური მედია

მისისიპში პოლიციელების მიერ მოკლული ერთ წლის ბავშვის გამო, პროტესტი დაიწყო

ქალაქ სენატობიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო ერთ წლის ბიჭუნას დაღუპვის გამო, რომელსაც პოლიციელებმა ადგილობრივი Walmart-ის ავტოსადგომზე ესროლეს.

NBC News-ის ინფორმაციით, 14 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ორ საათზე, პოლიციის ეკიპაჟი ქურდობის შესახებ შეტყობინებაზე მივიდა და ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელშიც ორი ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ. პატარა საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ერთ-ერთმა ქალმა მძიმე ჭრილობები მიიღო. პოლიცია ამტკიცებს, რომ მძღოლმა მანქანა სამართალდამცველებისკენ მიმართა და ერთ-ერთი მათგანის გატანა დააპირა, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაისმა.


ბავშვის დედამ, ვალესია უაილიმ, გამოცემა USA Today-ს სრულიად განსხვავებული ვერსია უამბო. მისი თქმით, ის და მისი მეგობარი მაღაზიაში მხოლოდ საფენების საყიდლად მივიდნენ და შენაძენის საფასური თვითმომსახურების სალაროში პატიოსნად გადაიხადეს. როდესაც მანქანით უკან იხევდა, ავტომობილს შეიარაღებული პოლიციელები მიუახლოვდნენ — ქალმა შვილის ხელში აყვანა მოასწრო, რათა ეჩვენებინა, რომ შიგნით ბავშვი იყო, თუმცა სამი თუ ოთხი გასროლა გაისმა. ერთ-ერთი ტყვია მოხვდა ბიჭუნას.


ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ ტრაგედიამ, პოლიციის ქმედებებით მრავალწლიანი უკმაყოფილების შემდეგ, მოთმინების ფიალა აავსო. 16 ივნისს Walmart-თან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების წინააღმდეგაც, ორგანიზატორების თქმით, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამჟამად ტრაგედიის გარემოებებს შტატის ბიურო იძიებს. პოლიციელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამსახურს ჩამოაშორეს, ხოლო ხელისუფლება გამოძიების პროცესში სრულ გამჭვირვალობას აანონსებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა