რელიგია

სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი

„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას.

აღსანიშნავია, რომ ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში. ვიცე-სპიკერი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი და პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღეს. ეს არის დიდი დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის, თუმცა ქართველებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღვთისმშობელიც საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა. განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე ჩამოსვლა აქ, კახში, ამ ულამაზეს მხარეში, ისტორიულ ჰერეთში. აქ ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანუ ოთხი ათეული წლის წინ და მას შემდეგ ვცდილობ, შევინარჩუნო ურთიერთობა ამ ულამაზეს კუთხესთან და აქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. ეს არის ადგილი, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი და მისი ლოცვა შეგვეწევა და გაგვაძლიერებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს. დიდი მადლობა სიმტკიცისთვის და რწმენისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.