ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. გადადგომის გამოცხადებამდე სტარმერმა თქვა, რომ მემკვიდრეობით მიიღო ლეიბორისტული პარტია, რომელიც „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ იყო.
სტარმერის მტკიცებით, მას „არაერთხელ“ უთხრეს, რომ პარტია „დასრულდა“, მაგრამ მან „დაამტკიცა, რომ ეს ხალხი ცდებოდა“.
კირ სტარმერის თქმით, ლეიბორსიტული პარტიის ხელმძღვანელობიდანაც გადადგება. მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, „ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას“ ეხებოდა.
კირ სტარმერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების მოწესრიგებული გადაცემის უზრუნველსაყოფად და თავის მემკვიდრეს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
Facebook Comments Box











