ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია4°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ15:10
ლევან მაჭავარიანი

განცხადება · 81 ნახვა

მარტა კოსის განცხადებაზე

„მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა“

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს და სწორედ შუა დერეფნის მეშვეობით ევროკავშირს შეუძლია, საკუთარი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გახადოს.

მაჭავარიანის შეფასებით, ბრიუსელი საქართველოს ბევრ რამეს ვერ პატიობს, მათ შორის იმას, რომ არნახული წნეხის მიუხედავად, საქართველო პროქსი ქვეყანა არ გახდა, რუსეთს სანქციები არ დაუწესა და 2024 წლის არჩევნებშიც დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

“ბრიუსელი დღემდე ვერ გვპატიობს იმას, რომ არნახული წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად. ვერც იმას გვპატიობს, რომ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავაგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას. იმასაც ვერ ივიწყებს, რომ, მიუხედავად მათ მიერ რადიკალური ოპოზიციისთვის ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი ანგარიშით დავამარცხეთ. ახსოვს ისიც, რომ ბოლო წლებში 5 რევოლუცია გავუნეიტრალეთ. იმასაც ვერ ეგუება, რომ მათ მიერ დაფინანსებული კოლექტიური „ლომჯარია და გიგაური“ გამჭვირვალე გავხადეთ. მათთვის ისიც მიუღებელია, რომ LGBT პროპაგანდა ავკრძალეთ სკოლებსა და ბაღებში. მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა…” – წერს მაჭავარიანი.

ლევან მაჭავარიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან მაჭავარიანი„ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ- სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან“
  2. ლევან მაჭავარიანი„არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში“
  3. ლევან მაჭავარიანი„ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება“
  4. ლევან მაჭავარიანი„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ“