განცხადება · 135 ნახვა
„“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში- არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით“
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში: მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში- არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით.”- წერს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
“„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში:
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში;
დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე:
90-იან წლებში;
2008 წლის ომის დროს;
ოკუპაციის პირობებში, განგრძობითად;
სამართლებრივ დოკუმენტებში დადასტურებულია:
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა;
რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი;
დევნილთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში;
რუსეთს დაკისრებული აქვს 465 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება;
ჰააგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებელი პირების მიმართ.
პ.ს. გაქარწყლებულია ყველა ბრალდება ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით, რაც მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმოწერით დააბრალა.
სამწუხაროდ, არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არც ერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით.”- წერს მაჭავარიანი.
ლევან მაჭავარიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან მაჭავარიანი„ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ- სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან“
- ლევან მაჭავარიანი„არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში“
- ლევან მაჭავარიანი„ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება“
- ლევან მაჭავარიანი„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ“
