ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი11°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია3°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ17:33
პაატა კვიჟინაძე

განცხადება · 105 ნახვა

„აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია“

აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის (PEFA) ძველი შეფასებით, ახალი არ გამოქვეყნებულა, აუდიტის სამსახურმა უმაღლესი ქულა მიიღო.

„ქალბატონებო და ბატონებო, ბატონმა გიორგიმ ამომწურავად ისაუბრა ჯერ კომიტეტზე და შემდეგ სესიაზე, ამიტომ არ გავმეორდები. ჯერ მოგახსენებთ, რას წარმოადგენს დღეს აუდიტის სამსახური და შემდეგ შევეცდები რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი გავცე.

აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“ და უკვე რვა წელიწადია, ეს კომპანიები დებენ უპირობო დასკვნებს, ანუ ყველაზე მაღალ შეფასებას.

ევროკომისიის თხოვნით, მსოფლიო ბანკმა (PEFA) გააკეთა შეფასებები — ახალი არ გამოქვეყნებულა, თუმცა ძველი შეფასებით აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური ქულა მიიღო. აქვე აღიარებაა ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა სთხოვეს, აუდიტი გაუკეთოს მათ შესრულებებს საქართველოში. მეტი აღიარება რა უნდა იყოს?!

ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი დღეს, მხარი დავუჭირეთ და გთხოვთ, თქვენც დაუჭიროთ მხარი დადგენილებას, სადაც ცნობად იქნება მიღებული აუდიტის სამსახურის ანგარიში,“- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. პაატა კვიჟინაძე„რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები“
  2. პაატა კვიჟინაძე„მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება – დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია“
  3. პაატა კვიჟინაძე„დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეს არის, რომ რაღაც ხდება და რაღაც მიგნება იპოვეს. თუ არაფერი იპოვა, 43 მილიონს რატომ ვიხდით საერთოდ?“
  4. პაატა კვიჟინაძე„ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა თქვენც, ჩვენც და მთავრობასაც სჭირდება – თქვენ კი ეჩხუბებით. ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. დასკვნა რომ არგქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?“