ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი11°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია3°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ17:42
პაატა კვიჟინაძე

განცხადება · 172 ნახვა

„მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება – დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია“

აქ [ოპოზიციონერმა] კოლეგებმა თქვეს, რომ 100%-იანი ვიცითო – თქვით, მიდით პროკურატურაში და უთხარით, რომ არის ასეთი დანაშაული, რას ელოდებით ამ აუდიტის სამსახურს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აუდიტის დასკვნები ყოველთვის იწერებოდა და მომავალშიც დაიწერება, მთავარი კი მისი აღსრულებაა. კვიჟინაძემ დადებითად შეაფასა აუდიტის სამსახურის დასკვნების რაოდენობის ზრდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

“პროკურატურაში 17 საქმე გადაიგზავნა და აუდიტის სამსახური პროკურატურაში იმიტომ კი არ აგზავნის, რომ ეძებს, რაღაც საპროკურატუროს, როგორც ჩვენ, ყველა ადამიანი, თუ დავინახეთ, რომ სადმე დანაშაული ხდება, ეს დანაშაული უნდა შეატყობინო, ისე ატყობინებს [აუდიტის სამსახურიც]. კიდევ, ევროპასთან დაკავშირებით, თუ ევროპა მოგწონთ, გითხარით, ევროპის გადაწყვეტილება ეს არის და პრინციპულად მაღალი შეფასებაა იმისა, რომ რეკომენდაციები უნდა იყოს და თქვენ ითხოვთ ახლა, რომ დასჯადი იყოსო და სანქციებიო და გაერკვიეთ, ევროპას უჭერთ მხარს თუ თქვენი მოსაზრებები გაქვთ. და ასევე ევროპასთან დაკავშირებით, მოდი ჩვენს ქვეყანას მივხედოთ და დავანებოთ ამ ევროპისკენ და სხვა ქვეყნებისკენ ყურებას თავი. ვინც ახლა საქართველოში თვლის, რომ ეს სანქციები, თუნდაც ტელევიზიის მიმართ, იმის გამო, რომ თავისი აზრი გამოხატა, სწორია – არ გავაკეთებ შეფასებას. რა, სხვა ოპოზიციური ტელევიზიები რომ არიან, ის კარგად იქცევა, ყველაფერს სწორად აკეთებს? რატომ არ აქვს სანქციები? ეს წარმოუდგენელი რაღაც არის.

ეს აუდიტის დასკვნები იწერებოდა და დაიწერება ყოველთვის. მთავარი არის მისი აღსრულება. ეს იყო 2012 წლამდეც, ოღონდ ყველგან ვერ შედიოდნენ, 2012 წლის შემდეგაც, მათ შორის, ყველა პრემიერის დროს და გახარიას დროსაც, მე ვარ მაგის გამხილველი და არანაირი ცვლილება არ ყოფილა. აგერ, დეპუტატებიც იყვნენ მის დროს, თანამდებობის პირებიც იყავით და პრემიერიც გყავდათ. იგივე იყო, რაც ახლა არის. მე ამით კი არავის ვამტყუნებ, უბრალოდ, აუდიტის დასკვნები უნდა გაკეთდეს და დასკვნების პროცენტმა, გითხრათ აუდიტის ხელმძღვანელმა, რომ მოიმატა და ყოველწლიურად მატულობს და ძალიან კარგია, რომ მოიმატა და იმედი მაქვს, კიდევ ერთჯერ მოიმატებს და ბევრჯერ მოიმატებს,” – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. პაატა კვიჟინაძე„რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები“
  2. პაატა კვიჟინაძე„დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეს არის, რომ რაღაც ხდება და რაღაც მიგნება იპოვეს. თუ არაფერი იპოვა, 43 მილიონს რატომ ვიხდით საერთოდ?“
  3. პაატა კვიჟინაძე„ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა თქვენც, ჩვენც და მთავრობასაც სჭირდება – თქვენ კი ეჩხუბებით. ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. დასკვნა რომ არგქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?“
  4. პაატა კვიჟინაძე„აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია“