ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი9°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია2°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ19:48
შალვა პაპუაშვილი

განცხადება · 113 ნახვა

„სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა გიორგი გახარიას სახელსა და გვარს, არ ვიცი, რა ვალი აქვთ, რომ თავს ასე იკნინებენ“

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი. თავადაც კარგად ხვდებიან ალბათ, რამდენად აცდენილი არიან საზოგადოების საკითხებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და საბოლოო განაჩენი გამოაქვს არჩევნების თუ ზოგადად რეაქციის გზით.

„სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს. არანაირი საკითხი არ აინტერესებდათ, ყველა კითხვა და საკითხი მიემართებოდა ერთ სახელს და გვარს, გიორგი გახარიას. ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა – გიორგი გახარიას ფოტო. გქონდეს შესაძლებლობა, იყო პარლამენტის წევრი, მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვაში, შენ ამომრჩევლებს ესაუბრო და ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარიას ბედი. ეს არის, როდესაც დავალება აქვთ მიღებული. სადამდეც მიიყვანეს დღევანდელი სხდომა, თავადაც ნახეს, უმსგავსო საქციელია, რაც ვიხილეთ ფრაქციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა.

შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.

შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

შალვა პაპუაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. შალვა პაპუაშვილი„ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო“
  2. შალვა პაპუაშვილი„თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს“
  3. შალვა პაპუაშვილი„ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის“
  4. შალვა პაპუაშვილი„თარიღებზე დავა არის დამუშავებული მეთოდი, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ, სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, დაგვავიწყონ, ვინ ვართ“