პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – თარიღებზე დავა არის დამუშავებული მეთოდი, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ, სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, დაგვავიწყონ, ვინ ვართ

9 მაისი გვახსენებს იმ დღეების მნიშვნელობას, რომლებიც ჩვენს იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რომლებიც ჩვენ, როგორც ერს, გვაკავშირებს ერთმანეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ერმა ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

„მინდა, ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე. მინდა, სათანადო პატივი მივაგოთ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ანტიფაშისტურ ერებს შორის. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველომ შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის, რადგან ეს ომი ეხებოდა ყველას. ეს არის წვლილი, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს შეჰქონდა უკეთესი მომავლისთვის. 9 მაისი გვახსენებს იმ დღეების მნიშვნელობას, რომლებიც ჩვენს იდენტობას ქმნის. ის ისტორიული მომენტები, რომლებიც ჩვენ, როგორც ერს გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საერთო მეხსიერებაა. ეს დღეები არ უნდა დავივიწყოთ და იყოს ყოველთვის ჩვენი და ჩვენი შვილების მეხსიერებაში.

მე მგონი, ყველა ხვდება რომ თარიღებზე დავა არის სპეცსამსახურებს მიერ დამუშავებული მეთოდი, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ. 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო. სასაცილო არის ასეთი მცდელობები, სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, წაგვიშალონ და ახალი მეხსიერება ჩაწერონ ჩვენს გონებაში, დაგვავიწყონ, ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 9 მაისი არის ჩვენი გამარჯვების დღე და ეს აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე. ქართველ ერს აქვს ყველაზე დიდი მსხვერპლი. თუ აიღებთ ევროკავშირის წევრებს და მათ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას, გერმანიას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ყველზე დიდი მსხვერპლი აქვს გაღებული. 300 000 ქართველი დაეცა ამ ომში. ეს არის სწორედ ჩვენი წვლილი, მათ შორის, თანამედროვე ევროპის განვითარებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა