განცხადება · 82 ნახვა
„ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა, მან უთხრა ზვიადს, პარტია უნდა შევქმნაო – ვიქტორ ყიფიანზე გამახსენდა,ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ, გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი“
გიორგი გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის დროს მის სახლში მომხდარ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავეჯის რესტავრატორმა, ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას და პარტიის შექმნას აპირებდა. როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, ეს ისტორია ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტიის დაფუძნებამ გაახსენა, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ავეჯის რესტავრატორი პატიოსანი ადამიანი იყო, ყიფიანი კი – “გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი.”
“ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც კოწიას ნაქონ ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა. ჟარგონულად, ე.წ “აბოიშჩიკი”. როდესაც მორჩა ეს კაცი საქმეს, ზვიადს თხოვა, ბატონო ზვიად, თქვენთან საქმე და სასაუბრო მაქვსო. რა თქმა უნდა, ზვიადმა თანხმობა განუცხადა და საუბარიც შედგა. საუბრის შინაარსი იყო რომ ამ კაცმა უთხრა ზვიადს, პოლიტიკაში უნდა წავიდე და პარტია უნდა შევქმნაო. ზვიადმა, წარმატება უსურვა და იმ კაცმაც გააკეთა პარტია. ეს ამ ვიქტორა ყიფიანზე გამახსენდა,ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ, გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი. კიდევ რაღაც, არ დავწერ, უფლებებს ლახავსო იტყვიან,” – წერს გიორგი გამსახურდია. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გიორგი გამსახურდია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გიორგი გამსახურდია„საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა, რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება?“
- გიორგი გამსახურდია„ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?“
- გიორგი გამსახურდია„ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?“
- გიორგი გამსახურდია„ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში“
