ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ5 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ14:14
ნიკოლოზ სამხარაძე

განცხადება · 85 ნახვა

„საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც მაისში დაიდო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის“

საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ეს დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო მომხსენებელს ანგარიშისთვის და ვენაში შეთანხმებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის. ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოადგენს მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და გააძლიეროს ფაქტობრივი ანექსია იმ ტერიტორიებისა, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ამით შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა აქტი თავისთავად ბათილად არის და იქნება ცნობილი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა „მოსკოვის მექანიზმის“ საკითხზე და აღნიშნა, რომ ამას ეუთო-ს ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

„ასევე მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო ანგარიშის კიდევ ერთ საკითხს, რომელიც „მოსკოვის მექანიზმს“ ეხება. მსურს, კომიტეტს ვაცნობო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენებას და მის დასკვნებს არ დაუჭირა მხარი ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა. ყველას არ დავასახელებ. 34-მა წევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი და არ დაამტკიცა ეს დასკვნა, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უნდა აღინიშნოს. გარდა ამისა, ერთი ექსპერტის მიერ 71 საათში მომზადებული ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. როდესაც ანგარიში ეუთო-ს მუდმივ საბჭოში განიხილეს, საქართველოს მთავრობამაც გამოთქვა თავისი პოზიცია ანგარიშის მიმართ. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია, ანგარიში საბოლოო ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება არ შეეძლო. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ზოგიერთი მათგანი უკვე განხორციელებულია. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით. დიდი მადლობა და მოუთმენლად ველით ამ საკითხზე დებატების გაგრძელებას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლოზ სამხარაძე„ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“
  2. ნიკოლოზ სამხარაძე„ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“
  3. ნიკოლოზ სამხარაძე„“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” – ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?“
  4. ნიკოლოზ სამხარაძე„„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს“