ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ13:57
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 143 ნახვა

„ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება შუშაში, გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს“.

ალიევმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი ბაქოზე უსაფუძვლო თავდასხმებში დაადანაშაულა. ქართველიშვილის თქმით, ბაქომ ევროპას გაუგზავნა გზავნილი, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს პოლიტიკურად.

„დღეს ყარაბაღის შუშაში მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე, პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ „თუ აზერბაიჯანი სრულად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენს ქვეყანაში ამას, ალბათ, ვერავინ შეამჩნევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებითად არაფერი შეიცვლება. დიახ, შესაძლოა, უკეთესიც იყოს საბჭოს წევრად დარჩენა, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ მუდმივ თავდასხმებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ისინი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან ერთგვარი აკვიატებაა.“ ამ შეფასებაში ჩვენთვის ახალი და უცხო არაფერია. სამხრეთ კავკასიაში ცალსახად დარჩა ორი ქვეყანა: აზერბაიჯანი და საქართველო, სადაც ევრობიუროკრატია ვერ აღწევს „მენეჯმენტის“ შეცვლას, მრავალწლიანი უშედეგო მცდელობების მიუხედავად. და არის კიდევ სომხეთი, სადაც ბრიუსელს ჰგონია, რომ ამ კუთხით წარმატებას მიაღწიეს: „ნეტარ არიან მორწმუნენი“. ასეა თუ ისე, ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება დღეს უკვე აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს (რა გაეწყობა), რა თქმა უნდა, პოლიტიკურად, რათა მისკენ „უმოკლესი გზა“, აზიიდან პირდაპირ სომხეთის გავლით გადიოდეს. რა პრობლემაა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
  2. დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
  3. დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
  4. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“