ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია4°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ16 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ19:38
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 170 ნახვა

„როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება – ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება“

„როდესაც სააკაშვილი “რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება… ამ ნაგებობის მიღმა რეალურად უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. სადღობელაშვილი იხსენებს მოვლენებს, რომლებიც „რიყის დოქების“ გარშემო წლების განმავლობაში მიზანმიმართული კორუფციული სქემებით ვითარდებოდა და კონკრეტულად ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის ამბიციებსა და პირადი ხუშტურების დაკმაყოფილებას ხმარდებოდა.\

მისი განცხადებით, „რიყის დოქები“ მომღერალ სოფო ნიჟარაძისთვის ააშენებინა მიხეილ სააკაშვილმა, რათა მას აღნიშნულ მუსიკალურ თეატრში „საკონცერტო მოღვაწეობა განევითარებინა”.

„როდესაც სააკაშვილი “რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება… ამ ნაგებობის მიღმა რეალურად უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება. დოქების აშენებამდე, 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ რიყის ტერიტორია კერძო ინვესტორს 7 მილიონ დოლარად მიჰყიდა. თუმცა, სულ რაღაც ორ წელიწადში, 2008 წელს, თბილისის მერიამ ეს მიწა ბიუჯეტის ფულით, უკან გაცილებით ძვირად, 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ეს იყო მიზანმიმართული კორუფციული სქემა. ეს ზედმეტი 10 მილიონი დოლარი, ოფშორის გავლით, გადაერიცხა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის. მიზანი მარტივი და ცინიკური იყო: ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფოს ამ ფულით ჯოზეფ ქეისგან ტელეკომპანია „იმედის“ წილები უნდა გამოესყიდა და ტელევიზიაზე კონტროლი დაემყარებინა. ანუ, რიყის პროექტი თავიდანვე ხალხის ფულის მოპარვისა და მედიის მიტაცების სიმბოლოდ იქცა!!! – სხვათა შორის ამ ნაგებობას თბილისში ხშირად ირონიულად „სოფოს დოქებსაც“ უწოდებენ.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა ეს გრანდიოზული მუსიკალური თეატრი რეალურად მომღერალ სოფო ნიჟარაძისთვის ააშენა, რათა მას იქ საკონცერტო მოღვაწეობა განევითარებინა. ქვეყნის ბიუჯეტიდან გადახდილი ათეულობით მილიონი ლარი, რეალური სახელმწიფოებრივი საჭიროების ნაცვლად, ერთი ადამიანის პირადი ამბიციებისა და ხუშტურების დაკმაყოფილებას მოხმარდა. -„ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამ ქაოსის მოწესრიგებაში უდიდესი პოზიტიური როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილის ხედვამ და სახელმწიფოებრივმა მიდგომამ. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლი სწორედ თბილისის ისტორიული იერსახის დაცვა და გადარჩენა იყო მუდმივად. სააკაშვილის რეჟიმის დროს დედაქალაქი მიზანმიმართულად ივსებოდა აგრესიული, ისტორიულ არქიტექტურასთან სრულიად შეუსაბამო ნაგებობებით, რაც ამახინჯებდა ძველი თბილისის უნიკალურ ხედებს. ბიძინა ივანიშვილის მრავალწლიანი ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ნამდვილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული უბნებისა და თეატრების აღდგენა-შენარჩუნებაზე. სწორედ მისი პოლიტიკური ნების დამსახურებაა, რომ რიყის პროექტთან დაკავშირებული წლების განმავლობაში გაწელილი სამართლებრივი თუ ფინანსური კვანძები გაიხსნა და სახელმწიფომ შეძლო ამ მძიმე მემკვიდრეობის სწორ, გამჭვირვალე ეკონომიკურ რელსებზე გადაყვანა, რითაც წერტილი დაესვა ხალხის ფულის პირადი მიზნებისთვის ფლანგვის ეპოქას.“- წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
  2. ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
  3. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  4. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“