ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ16 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ12:13
The Financial Times

განცხადება · 135 ნახვა

„საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება“

საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ, 21-ე სანქციების პაკეტს ეწინააღმდეგება. The Financial Times-ი წერს, რომ ათენის უკმაყოფილება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის აკრძალვამ გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ათენი ცდილობს დაიცვას ბერძნული გადაზიდვების კომპანია Dynagas, რომელიც მაგნატ ჯორჯ პროკოპიუს ეკუთვნის. საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში კოლეგებს პირდაპირ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სანქციები კომპანიას „გაანადგურებდა“.

Dynagas ამჟამად თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდ 27 ტანკერს მართავს, მათ შორის, ყინულმჭრელი კლასის Arc7-ის ტიპის ტანკერებს, რომლებიც არქტიკაში, „იამალის“ თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის მახლობლად ექსპლუატაციისთვისაა განკუთვნილი.

როგორც საერთაშორისო მედიასაშუალებები მანამდეც იტყობინებოდნენ, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეზღუდვა ახალი სანქციების პაკეტის გარშემო გამართული მოლაპარაკებების ყველაზე რთულ და სადავო საკითხად რჩება. ვინაიდან სანქციების დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, საბერძნეთის პოზიციამ მთელი პროცესი ჩიხში შეიყვანა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

The Financial Times სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. The Financial Times„ტრამპმა საკუთარი თავი ჩიხში მოიქცია: ირანთან ესკალაცია, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს“