განცხადება · 88 ნახვა
საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე
„სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს – ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი“
ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებას და ამ ტრიბუნიდან სიმართლის გაჟღერებას უწუნებს, – წერს გიორგი გამსახურდია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში გამოსვლაა გაკრიტიკებული.
გამსახურდიას თქმით, ვინც თავის დროზე ხელი მოაწერა საჯარო მოსამსახურეების ნაწილის მიერ შემუშავებულ განცხადებას და ჯერ კიდევ საგარეო უწყებაში მუშაობენ, სწორედ მაისაიას გზას უნდა დაადგნენ, ვინაიდან, მისივე ინფორმაციით, ზოგიერთს დაწინაურების პრეტენზიებიც კი გაუჩნდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“[მაისაია] აქვე აღნიშნავს თურმე, რომ სირცხვილი ყოფილა თანამშრომლების მხრიდან, სამინისტროს და მინისტრის პოსტების დალაიქება, ხოლო მათი მხრიდან, მათ სამინისტროდან წათრევამდე, ფორმულას, ტვპირველის და სხვა მედიაზონდერების დალაიქება კიდევ, ღირსების საკითხი. ასეა, არ იქნება ამათი გამოსწორება, ვინც ხელი მოაწერა, აი ამ ინდივიდის გზას უნდა დაადგნენ ისინიც, ვინც დარჩნენ, თორემ როგორც ხმები მომდის, დაწინაურების პრეტენზიებიც კი გაუჩნდათ ზოგიერთებს. მაკას კიდევ, ყოჩაღ და გაძლება, ასეთი მინისტრი მე მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და სწორედ ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზიც მის მიმართ,” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
გიორგი გამსახურდია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გიორგი გამსახურდია„საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა, რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება?“
- გიორგი გამსახურდია„ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?“
- გიორგი გამსახურდია„ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?“
- გიორგი გამსახურდია„ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში“
