ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ14:16
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

განცხადება · 121 ნახვა

„„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება“

ბათუმში ხელისუფლება აშენებს ძაღლების თავშესაფარს, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 9 მილიონი ლარია. ანუ, 9 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან ძაღლების თავშესაფარზე მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნაწილს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში ვკითხულობთ.

მათ მიაჩნიათ, რომ ეს, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ვითარებას ჩიხში შეიყვანს, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა სტატისტიკით 350 000-დან 400 000-მდე მიუსაფარი ძაღლია და საქართველოს ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია ასეთი რაოდენობისთვის თავშესაფრების აშენება.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება და სახიფათო სპირალში გახვევს ხელისუფლებას. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება გარედან დაქირავებული აგენტურის შანტაჟს დაექვემდებარა. ასევე, მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც, ჩვენს მსგავსად, ძაღლები ძალიან უყვარს. დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ქუჩებს მოდებული ასიათასობით უპატრონო ძაღლი, რომელთა უმეტესობა დაავადებული და მშიერია, ნელი და მტანჯველი სიკვდილით დაღუპვისთვისაა განწირული, თუკი მათზე არავინ იზრუნებს?

სწორედ ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების გათვალისწინებით გვსურს ამ ადამიანებს დავუსვათ ერთი რელევანტური შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რა უფრო კეთილშობილურია − ქუჩაში მიტოვებული, შიმშილისთვის განწირული ძაღლი, რომელიც შესაბამისი ზრუნვისა და კვების გარეშე, მაქსიმუმ რამდენიმე კვირას იცოცხლებს, ანუ ცხოველის ნელი, მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირვა, თუ სელექციური ევთანაზიის გამოყენება მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს? მიგვაჩნია, რომ უფრო არაჰუმანური ცხოველის შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვა და ქუჩაში დატოვებაა.“- ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება“
  2. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა“
  3. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“
  4. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„პატარა ინგუში გმირის ტრაგედია, სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთლიანად ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს“