განცხადება · 150 ნახვა
„გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს“
გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდს გადასცდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგისტრალური გზა მთავრდება, ახალი აეროპორტები, გაფართოება არსებული აეროპორტის, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზება. ყველა მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ისტორიულ მაქსიმუმზე გავდივართ წლიდან წლამდე. ამას საზოგადოება ხედავს. სიღარიბის დონე სამჯერ შემცირებულია. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ არის და ერთ დღეში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ შევხედოთ თუ როგორი ნაბიჯებით მივდივართ, როგორი გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ და სად ვართ წლიდან წლამდე. კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც ჩვენ გვაქვს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იმ დერეფანთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მსოფლიოშია და რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს წარმოიშვას, ჩვენი ქვეყანა იყოს რეგიონში მშვიდობის კუნძული. სტაბილური ინვესტიციების გარემო. რამდენი ინვესტიცია შემოვიდა, რამხელა კომპანიები შემოდიან. პორტის მშენებლობა გამომრჩა, ის მოდელი, რომელ მოდელზეც ჩამოვყალიბდით, როგორი სახელმწიფოებრივი მიდგომაა და რა ინვესტიციებს მოიზიდავს შემდეგ ის მიდგომა, რომელიც ახლა დავაანონსეთ. „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია გავიხსენოთ. ეს რას მოაქვს, მოაქვს ერთს, სტაბილურ გარემოს და მომავალში სტაბილურობის შეგრძნებას. როგორც შიგნით, ჩვენი ბიზნესისთვის, ასევე გარე ინვესტორებისთვის, ჩვენ ამ პოლიტიკას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიშია“
- ირაკლი კირცხალია„ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ“
- ირაკლი კირცხალია„სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს“
- ირაკლი კირცხალია„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“
