ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ამბავიპოლიტიკა134 ნახვა

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათ-ო

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათ-ო

ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ თვითონ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. აღიარებს დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან. დაპირისპირება დაიწყო სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ონისე ოქრიაშვილი, ნოდარ დუმბაძეზე გაკეთებული კომენტარით. მან ჰკითხა ონისე ოქრიაშვილის, – შენ ის არ ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე? მეტი საგინებელი ვერავინ ნახეო? მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩემი კლიენტი უკვე დაკავებულია. ველოდებით ბრალის წარდგენას. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს”, – აცხადებს ადვოკატი შოთა მირველაშვილი.