პოლიტიკა

გია აბაშიძე: პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილი მკაფიოდ და არგუმენტირებულად ამბობს, რომ სუვერენულ საქართველოს ებრძვიან გარე ძალების ნაცმონები, მონას კი, საკუთარი ინიციატივა არასდროს აქვს

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მასში მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის ნაჩვენები, გარე ძალების გავლენა ქართულ ოპოზიციაზე. მისივე თქმით, „ნაცოპოზიციამ“, მისმა განშტოებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მკვეთრი ანტირუსული პოზიცია მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიკავეს.

„პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილი მკაფიოდ და არგუმენტირებულად ამბობს, რომ სუვერენულ საქართველოს ებრძვიან გარე ძალების ნაცმონები. მონას კი საკუთარი ინიციატივა არასდროს აქვს. 2008 წლის ომისა და ოკუპაციის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ რუსეთთან ვიზები გააუქმა, ეკონომიკური/კულტურული კავშირები გააღრმავა და რუსულ კაპიტალს მიესალმა. ნაცოპოზიციამ და მისმა განშტოებებმა, ე.წ. NGO-ებმა, მკვეთრი ანტირუსული პოზიცია მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიკავეს. პრემიერ კობახიძის ზუსტი შეფასებით, ეს ჯგუფები გარე ძალების („დიფ სთეითის“) ინსტრუქციებით მოქმედებენ და 2008 წელს „რუსოფობია“ დავალებული არ ჰქონდათ. ქართული ეროვნული ხელისუფლების პრიორიტეტი მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება და განვითარებაა. გარე დამკვეთებისგან “ორგოშიანად” ქცეულ ნაცრადიკალებს ხვალ რომ კიმ ჩენ ინის გაკერპება დაავალონ, მყისიერად შეასრულებენ.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა