ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ17:22
ნინო ფოჩხუა

განცხადება · 110 ნახვა

„ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას – აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ“

ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას,- ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა წერს სოციალურ ქსელში.

ნინო ფოჩხუას განცხადებით, საქართველოს გარედან დაფინანსებულია აგენტურის ქმედებები სწორეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დავალებების უპირობო შემსრულებლები არიან, რამდენადაც მათ უკრაინის ომზე უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.

`მეტად საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. 2022 წელს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენს დესტრუქციულ, ფსევდოლიბერალურ ოპოზიციაში მეტად გაუგებარი მიდგომა გამოიკვეთა. კერძოდ თუ კი 2008 წლის ომი რუსეთთან და ოთხ დღეში ომის დამთავრება, რასაც მოჰყვა საქართველოს 20% ოკუპაცია, მათ რუსთაველზე გამარჯვების აღლუმით აღნიშნეს, რუსეთ-უკრაინის ომი მათთვის უმძიმეს ტრაგედიად იქცა. თავად უკრაინელები არ “განიცდიან” ისე, როგორც ჩვენი ფსევდოლიბერალები ამ ომს, ვის სჯერა ამისი, ეს ხომ ფარსია. ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა „ნაც.მოძრაობამ“ არანაირი მკაცრი პოლიტიკა არ გაატარა რუსეთის მიმართ, ის კი არა და ჩვენს საზღვრებს შეესიენ რუსი ტურისტების მოსაზიდად, ახალისებდნენ რუსულ ბიზნესს, რომ როგორმე შემოეყვანათ ქვეყანაში, გვახსოვს მერაბიშვილისგან, ფულს სუნი არ აქვსო. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა. ყველაფერი ეს ხომ მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია. არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ. აღმოჩნდა რომ უსამშობლოებს საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული და რომელსაც ბრმად ასრულებენ. ამის ახსნა კი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ რატომ, ძალიან ადვილია.“- წერს ნინო ფოჩხუა.

ნინო ფოჩხუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
  2. ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
  3. ნინო ფოჩხუა„აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის“
  4. ნინო ფოჩხუა„„ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“