განცხადება · 112 ნახვა
ტატო ბაციკაძის განცხადებაზე
„ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას“
ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას. ბატონო ნაციკაძევ, თუ კარგად წაიკითხავთ წერილს, იქ ამოიკითხავთ ფრაზას – ” თავს დიდად არც 2008 წლამდე იღიზიანებდნენ რუსეთის ლანძღვით “, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ცხადია, იქამდეც იყო რუსეთი ოკუპანტი, – ამ სიტყვებით ანალიტიკოსი გია აბაშიძე, კომენტატორ, ტატო ბაციკაძეს, მიმართავს მის მიერ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის, წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
აბაშიძის განცხადებით, ტატო ბაციკაძის სპონსორებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი „ნაცნარატივის გამხმოვანებელი კაცუნას დაფინანსების გამო!“
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას. ბატონო ნაციკაძევ, თუ კარგად წაიკითხავთ წერილს, იქ ამოიკითხავთ ფრაზას – ” თავს დიდად არც 2008 წლამდე იღიზიანებდნენ რუსეთის ლანძღვით “, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ცხადია, იქამდეც იყო რუსეთი ოკუპანტი. შენ აღარაფერი გეშველება აწი, მაგრამ აი შენმა სპონსორებმა კი აუცილებლად უნდა აგონ პასუხი შენნაირი წურბელას და ნაცნარატივის გამხმოვანებელი კაცუნას დაფინანსების გამო! P.S. ახლა რომ დიდის ამბით აგინებს ყველა გადაცემაში რუსეთს და რუსებს, აბა კითხოს ვინმემ – აწუხებდა თუ არა პატრიოტიზმი და რუსების ოკუპანტობა 2008 წლის ომის შემდეგ“- წერს გია აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
- გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
- გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
- გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
