განცხადება · 166 ნახვა
„გვეუბნებოდნენ, ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთ რუსეთთანო, ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი“
როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე რუსეთთან, ჩვენი პარტნიორები – ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები რიგში დგანან, რომელი პირველი გააფორმებს სტრატეგიულ, თუ ეკონომიკურ პარტნიორობას და საქართველოს თურმე ამის უფლება არ აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის ქვეყნები და მათი ლიდერები, რომლებიც საქართველოს სთხოვდნენ ეკონომიკური ურთიერთობები გაეწყვიტა რუსეთთან, გამოდიან ახლა ერთმანეთის მიყოლებით და ამბობენ, როგორი მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებთან მიმართებით რუსეთთან ურთიერთობა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე რუსეთთან, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დროს გვეუბნებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთ რუსეთთანო. ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი. გამოდიან ახლა ერთმანეთის მიყოლებით და ამბობენ, როგორი მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებთან მიმართებით რუსეთთან ურთიერთობა და როგორ ნანობენ ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთთან მიმართებით მიიღეს. ჩვენი პარტნიორები – ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები რიგში დგანან, რომელი პირველი გააფორმებს სტრატეგიულ, თუ ეკონომიკურ პარტნიორობას და საქართველოს თურმე ამის უფლება არ აქვს“, – განაცხადა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
- ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
- ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
- ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“
