პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია მას შემდეგ გამოჩნდება, რაც აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად მოსცილდება პოლიტიკურ ველს

ისინი არ არიან ოპოზიცია. იმ გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს ვერ წარმოვიდგენ სხვადასხვა პარტიად. ჯერ მარტო სახეებს გადახედეთ, ისინი ხომ ერთი ჯგუფია. ეს დაყოფა და რებრენდინგის მცდელობაც რაღაც დონეზე გამოუვიდათ საერთაშორისო ბინძური ჩარევის ფონზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას 2020 წლიდან მოყოლებული 5 რევოლუციური მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის 4 ძალადობრივი.

“ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. ის პოლიტიკური სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით, ყველა პირდაპირ აფილირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“. ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ექნება ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები და აქ იქნება სრული თანხვედრა. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც შეიძლება ოპონირება გასწიო მმართველ გუნდთან და მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომ შევიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაში. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება აგენტურა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია“, – განაცხადა კირცხალიამ. მისივე თქმით, საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია მას შემდეგ გამოჩნდება, რაც აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად მოსცილდება პოლიტიკურ ველს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა