ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი7°C
  • გორი6°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ14:51
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 102 ნახვა

„“ქართულ ოცნებას” გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა?“

“ქართულ ოცნებას” გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით მათი ბრალეულობა არაერთხელ დადასტურდა.

“სტრასბურგის გადაწყვეტილებებს რომ დავუბრუნდეთ, გადახედეთ, ბოლო გადაწყვეტილებას, სადაც ჩვენი ხელისუფლების დროს ვასწორეთ წლების განმავლობაში და ღირსება დავუბრუნეთ მათივე მხრიდან ღირსებააყრილ ჩვენ ჯარისკაცებს. რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ეს იცის ყველამ. ისიც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ თუ დავიწყებთ რუსეთთან საუბარს, ერთი პირობით – პირველი საკითხი უნდა იყოს დეოკუპაცია და დეოკუპაციის დაწყების შემდეგ ნებისმიერ საკითხზე ვართ სასაუბროდ მზად. როდესაც სტრასბურგს აგვისტოს ომთან მიმართებით მიხსენებ, ვინც მესიჯი მოგწერა ეს კითხვა დაუსვიო, უნდა უთხრა იმას, რომ ეს ჩვენთვის – “ნაციონალურ მოძრაობისთვის” წამგებიანი პოზიციაა და აღარ დამასმევინოთ ეს კითხვა-თქო. ყველამ უნდა ამობეჭდოთ ის რეზოლუცია, როგორ გაყიდეთ ჩვენი ქვეყანა, როგორ მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს. წლების განმავლობაში ასობით საგამოძიებო მოქმედება დაგვჭირდა, მათ შორის გადამალული საბრძოლო მასალის ნაწილების შესახებ, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო დამალული. “ქართულ ოცნებას” გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. პირადად ამ გუნდის დამსახურებაა, რომ ის ღალატი, რომელიც ამ უსამშობლოებმა სხვადასხვა ინსტიტუციაში გააფორმეს, ამას წერტილი დავუსვით და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ. და ჩვენ გვეუბნებით, რომ რუსეთზე [არ ვსაუბრობთ] რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? სირცხვილია ამ კითხვის დასმა. როგორ დადგა ეს შედეგები? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება? ყოველი წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ ღალატობთ ქვეყანას. ყოველდღე და ყოველ წუთს ყიდის თქვენი პარტია სამშობლოს. 2008 წელს სააკაშვილმა სამშობლო გაყიდა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა. ფაქტია, მათ ხელში ქვეყანაში ოკუპანტი შემოვიდა და ჩვენი დების და ძმების სისხლი დაღვარეს. ამ ყველაფერს კი სათავეში კოლექტიური ნაცმოძრაობა ედგა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
  2. ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
  3. ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
  4. ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“