განცხადება · 172 ნახვა
„აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი“
სუს-ის განცხადებით, ყალბი ბოტ-ანგარიშებით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი (მაგალითად, ტურისტების მიმართ ძალადობისა და მომსახურების განზრახ გაუარესების შესახებ). უწყება ამტკიცებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხოური ონლაინმედიის საშუალებითაც – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ნაცძონძების“ ქუჩის პროტესტის ფიასკოს შემდეგ საქართველოს მტრები უკან დაიხევდნენ; შესაბამისად, ფორსირებულად განახლდა ანტისახელმწიფოებრივი აქტივობა საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეპუტაციაზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“„ეკონომიკური კრიზისი რეჟიმს მოწყვლადს ხდის“ — შარშან აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი. არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ნაცძონძების“ ქუჩის პროტესტის ფიასკოს შემდეგ საქართველოს მტრები უკან დაიხევდნენ; შესაბამისად, ფორსირებულად განახლდა ანტისახელმწიფოებრივი აქტივობა საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეპუტაციაზე. ტურისტული იმიჯის დაზიანება ყველაზე სწრაფად ურტყამს სტუმარმასპინძლობას, ტრანსპორტსა და მცირე მომსახურების ბიზნესებს, მაგრამ საბოლოოდ ეფექტი მთელ ეკონომიკაზე ვრცელდება. კრიზისის გაღრმავება, ფართო შფოთის დათესვა იმ ანტიქართული გარე ძალების ოცნებაა, რომელთაც სურთ დესტრუქციის გზით ხელისუფლებაში დასვან ნაცმანქურთები, რომლებსაც იოლად გამოიყენებენ საქართველოს „ბომბების ცვენის რეჟიმში“ გადასაყვანად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო უცხოეთიდან მართული, საქართველოში მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანიის გამო, რომელიც, უწყების თქმით, საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ისახავდა მიზნად. სუს-ის განცხადებით, ყალბი ბოტ-ანგარიშებით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი (მაგალითად, ტურისტების მიმართ ძალადობისა და მომსახურების განზრახ გაუარესების შესახებ). უწყება ამტკიცებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხოური ონლაინმედიის საშუალებითაც. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, ვინ იდგა კამპანიის უკან, როგორ ფინანსდებოდა და რა მიზანი ჰქონდა. სუს-ი ამას აფასებს, როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.- წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
- გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
- გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
- გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
