ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ6 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ11:29
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 156 ნახვა

„ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა- უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი“

სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან.- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზი შეიცვალა და სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა და ახსსენებს, რომ გიორგი ბარამიძის ფრაზა, რომ თითქოს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჯაჭვის ერთი რგოლია და არა ტყუილის შემთხვევითი გავრცელების მცდელობა.

„როდესაც საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების, ყველა არსებული გეგმა ჩავარდა, ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს, პოლიტიკური დაპირისპირების ნაცვლად, ეკონომიკაზე შეტევა გადაწყვიტეს. სწორედ ამ მიზნისთვის არის შერჩეული ტურიზმი. სექტორი, რომლის დაზიანებაც ქვეყნის ეკონომიკაზე სწრაფად და მტკივნეულად აისახება. გარე ძალების ახალი გეგმის შესაბამისად ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში ტურისტებს საჭმელში უშარდებიან, ტყეში ტოვებენ ან უცხოელებისთვის აქ ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა. მიზანი მარტივია: ტურისტი შეშინდეს, საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, შემცირდეს შემოსავლები და ეკონომიკას პრობლემა შეექმნას. რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკური ფრონტით, ახლა ეკონომიკური ფრონტის გახსნით ცდილობენ. სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან. ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი! ფაქტია, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზი შეიცვალა, სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა. გადავედით დაპირისპირების ახალ ეტაპზე, სადაც რამდენიმე ჯგუფის კოორდინირებულ ქმედებებს ვხედავთ, მათ შორის პოლიტიკური აქტორებიც არიან, დღეს უკვე ნათელია, რომ ბარამიძის ფრაზა, ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჯაჭვის ერთი რგოლია და არა ტყუილის შემთხვევითი გავრცელების მცდელობა.“- წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  2. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  3. დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
  4. დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“