განცხადება · 103 ნახვა
„ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე დავეტაკოთ რუსეთს, ქვეყანაში არ შემოვიდეს ტურისტი, დაიქცეს და დაინგრეს ქვეყანა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი და მტრობა შერჩება, სულ ტყუილად. სუსმა გამოძიება დაიწყო და დამნაშავეები პასუხს აგებენ“
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სავარაუდო საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, გამოძიება ეხება ქმედებებს, რომლებშიც, მონაწილეობენ როგორც უცხოური სპეცსამსახურები, ისე „ადგილობრივი უსამშობლო აგენტურა“.
ფოჩხუა ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს საკვებში შარდს უმატებდნენ, ტყეში ტოვებდნენ და მათ მიმართ სხვა სახის არასათანადო მოპყრობა ხდებოდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„არ ჩერდებიან არა. ამჯერად სუსმა დაიწყო გამოძიება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟზე, რომელშიც მონაწილეობენ როგორც უცხოური სპეც.სამსახურები, ისევე ადგილობრივი უსამშობლო აგენტურა. ვრცელდება ყალბი ინფორმაციები, თითქოს აქ ჩამოსულ ტურისტებს საჭმელში უშარდავენ, ტყეში ტოვებენ და ა.შ. ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე დავეტაკოთ რუსეთს, ქვეყანაში არ შემოვიდეს ტურისტი, დაიქცეს და დაინგრეს ქვეყანა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი და მტრობა შერჩება, სულ ტყუილად. სუსმა გამოძიება დაიწყო და დამნაშავეები სულ მალე კანონის წინაშე აგებენ პასუხს.“ – წერს ნინო ფოჩხუა.
ნინო ფოჩხუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
- ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
- ნინო ფოჩხუა„აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის“
- ნინო ფოჩხუა„„ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“
