ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ11:53
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 140 ნახვა

„გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის“

„გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ ნია იმნაძის დაკავებისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებების მოსმენის შემდეგ სწორედ ეს ხალხური სიბრძნე გამახსენდა- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. ჩიხელიძის თქმით, გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად ისინი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ.

მისივე თქმით, ასეთი ტრაგედიების შემდეგ საზოგადოების მისამართით მუქარის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და აგრესიული რიტორიკის გამოყენება არა მხოლოდ მიზანშეუწონელია, არამედ დანაშაულის ტოლფასად მიიჩნევა.

“ჩემი შეფასებით, ამ ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ნია იმნაძის ქმედებები და მის მიერ დაშვებული შეცდომებია. მან გადაწყვიტა „მაგარი გოგოს“ იმიჯის შექმნა და გაავრცელა მითი, თითქოს არა მხოლოდ თანატოლები, არამედ მასწავლებელიც კი მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. სწორედ ამ ნარატივმა შექმნა ლეგენდა, რომელიც მოგვიანებით საკუთარ შეყვარებულსაც დააჯერა და საბოლოოდ ახალგაზრდა, განათლებული ადამიანის ტრაგიკულ სიკვდილამდე მივიდა საქმე.

თუ ნიას მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი არასასურველ კომუნიკაციას, შევიწროებას ან რაიმე ფორმის ზეწოლას, მას შეეძლო ეს ფაქტები დაეფიქსირებინა. დღეს თითქმის ყველას აქვს მობილური ტელეფონი და ერთი აუდიოჩანაწერი, ვიდეო ან შეტყობინების ოჯახის წევრებისთვის ან შესაბამისი უწყებებისთვის წარდგენაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ პრობლემა დროულად მოგვარებულიყო და საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე არ მისულიყო. ამის ნაცვლად, ნიას გადაწყვეტილებებმა და მისმა პოზიციამ მოვლენები ისეთი მიმართულებით განავითარა, რომელიც საბოლოოდ უმძიმესი შედეგით დასრულდა.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს გოგოს გამო ბიჭების დაპირისპირება, ჩხუბი ან ძალადობა გარკვეული „პრესტიჟის“ ან „კაცობის“ გამოვლინებაა. ეს მავნე კულტურა არაერთი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ხშირად ასეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. ჩემთვის გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად ისინი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ. ასეთი ტრაგედიების შემდეგ საზოგადოების მისამართით მუქარის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და აგრესიული რიტორიკის გამოყენება არა მხოლოდ მიზანშეუწონელია, არამედ დანაშაულის ტოლფასად მიიჩნევა. რა თქმა უნდა, ადამიანურად ნებისმიერი დაკავებული მეცოდება. მებრალება ნია იმნაძეც და მისი ოჯახის წევრებიც, მაგრამ ეს ვერ გაამართლებს მისი დედის განცხადებებს, რომლისთვის სხვისი ახალგაზრდა შვილის სიკვდილი, ჩვეულებრივი ამბავია, საკუთარი შვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კი უდიდეს უსამართლობად. სანამ ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი, სწორედ მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის.”- წერს დავით ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  2. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  3. დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
  4. დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“