ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ8 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ16:33
რეზო ბლიაძე

განცხადება · 125 ნახვა

„ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე- რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში?“

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფეროში შექმნილ პროცესებს ეხმაურება.

ბლიაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსებს“ ეძახდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ აღიარებდნენ და კულტურულ ღონისძიებებს ჩაშლით ემუქრებოდნენ, დღეს ჩვეულებრივად აგრძელებენ კონცერტებში მონაწილეობას იმავე ხელისუფლების პირობებში. მუსიკოსი იხსენებს კონკრეტულ ეპიზოდებსაც, მათ შორის ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებასა და პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის ანთების პროცესს, რომელთა ჩაშლაშიც, მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდნენ.

“2-3 წელი არ გასულა საქართველოს ბოლო არჩევნებიდან. მახსენდება როგორ მტრობდნენ და ,,აბოზებდნენ” საკუთარ სახელმწიფოს. არ აღიარებდნენ პრეზიდენტს. არ აღიარებდნენ პარლამენტს. საკუთარ ხელისუფლებას ეძახდნენ ,,რუსებს” და ადანაშაულებდნენ ოკუპანტთან ,,თანამშრომლობაში” ამბობდნენ: საქართველო რუსეთის უკანა ეზოა და რუსეთში მიგვათრევენო. სწორედ ამ მიზეზით უარს ამბობდნენ კონცერტებში მონაწილეობაზე. თუ ვინმე გაბედავდა და სადმე იმღერებდა სცენასთან მიუვარდებიდნენ ევროკავშირის დროშებით. პირადად ჩვენ ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცენაზე ამოგვივარდა ორბელიანზე და კონცერტი ჩაშალა. შემდეგ იყო პარლამენტთან ნაძვის ხის ანთება, რომელიც ჩაშალეს და ბავშვებს წაართვეს ახალი წელი. ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… საზოგადოება გახლიჩეს ორ ნაწილად, დაამკვიდრეს და ჩვეულებრივ ამბად გვიქციეს გინება, ლანძღვა, შეურაცხყოფა. სიმღერაც კი შექმნეს და ერთ, ან ორ, ან სამ ადამიანს კი არა, მილიონრაღაც ადამიანს უმღეროდნენ გინებ/გინებით. დღეს კი ვხედავ, ეს ორტრაკა, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” და ჩამშვებები, როგორ დადიან ,,იგივე” ქვეყანაში, იგივე მთავრობის პირობებში, იგივე სახეებით, იმ ქალაქებში რომელსაც ,,ჩელიაბინსკებს” ეძახდნენ და როგორ ათამაშებენ კურტუმებს სხვა და სხვა კონცერტებზე…. რა, რამე შეცვალეთ? ვინმეს უკან დაახევინეთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში? რა გამღერებთ? რა გაცეკვებთ? მიკვირს მიწა და სცენა როგორ არ გისკდებათ ფეხქვეშ, თქვენი უპრინციპო, აკაცუკი დედა ვატირე! მახსოვს გვემუქრებოდნენ: ყველას და ყველაფერს ვიმახსოვრებთო. როგორც ხედავთ ჩვენც კარგად დაგიმახსოვრეთ – ყველა! რუსეთი ოკუპანტია! ძმაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი! გაუმარჯოს საქართველოს!”- წერს რეზო ბლიაძე.

რეზო ბლიაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. რეზო ბლიაძე„მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს“