ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:34
რეზო ბლიაძე

განცხადება · 172 ნახვა

გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე

„მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს“

ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად აკაა?! – ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.

ბლიაძის თქმით, წნეხი იყო ყველა სფეროს წარმომადგენელზე, ხოლო, როდესაც თავად ამოიღო ხმა და ოპოზიციისთვის არასასურველი რამ თქვა, მასაც გადაუარეს. შესაბამისად, მუსიკოსი მიიჩნევს, რომ გველესიანის განცხადება სწორია, ვინაიდან, ნაკრების ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს წნეხს, თან კანონები გააპროტესტეს და ამ ფონზე, მილიონებიც აიღეს.

,,მარტო ფეხბურთელები?
აკა არ წნეხეს?
მუსიკოსები არ წნეხეს?
თორე ტრაკები არ დააბზეკინეს პარლამენტთან და მერე ჩუმჩუმად ბოდიშები არ იხადეს?
ზოგმა: ბავშვს ქონდა ტელეფონი და იმან დაწერა ,,ალა ლუსულ კანონსო”
ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა…
ასე იყო კი.
ზუსტად ასე!
ზუსტად ასე მირეკავდა ,,მთავარის” ჟურნალისტი, ხმა ამოიღე და თქვი ,,არა რუსულ კანონსო”
ბავშვები ქუჩაში დგანან, ოლე
ოლას მღერიან და შენ რატომ ხარ ჩუმადო?
ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს….
საკუთარ თავზე რომ არ მქონდეს გადატანილი რა ვირისშვილებიც ხართ ალბათ ახლაც არაფერს ვიტყოდი…
მაგრამ დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს.
ა, ესაა სიმართლე,” – წერს რეზო ბლიაძე Facebook-ზე.

რეზო ბლიაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. რეზო ბლიაძე„ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე- რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში?“