ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ18:38
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 134 ნახვა

„ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა და ორმაგი სტანდარტია, როცა რუსეთის ფედერაცია შენს სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში და დღეს კი, სააკაშვილის კარის მომღერლები ვითომ რუსოფობები გახდნენ“

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა ის, თუ რატომ დუმს ამჟამად მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ 2008 წლის ომის შემდგომ წარმოებულ პოლიტიკაზე. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილის ხელისფლება თავის დროზე აწარმოებდა და ახლა ნაცაგენტურის სახით აგრძელებს, სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე კომენტარს დღეს არ აკეთებს, ვინაიდან სათქმელი არაფერი აქვს, რადგან ის ხელისუფლებაში ყოფნისას უცხო ქვეყნის დაკვეთას ასრულებდა და ახლაც, თავისი მომხრეების მეშვეობით, იგივეს აკეთებს.

„ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა, როცა რუსეთის ფედერაცია შენს საკუთარ სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან, მაგალითად, ვითომ ევროპელი პაატა ბურჭულაძე (რუსეთის პრეზიდენტს „ღვინო კახუროს“ რომ უმღეროდა). ორმაგი სტანდარტია ასევე სააკაშვილის კარის მომღერლები დღეს რომ ვითომ რუსოფობები გახდნენ. რუსეთმა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია რომ მოახდინა, ამას თურმე „არა უშავს“ – საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებისკენაც მოუწოდებდნენ რუსებს. თავად სააკაშვილი ღვინით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს და ა.შ. ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. ამიტომაცაა, რომ სააკაშვილი დღეს ამ თემაზე ვერაფერს იტყვის, ან თუ იტყვის, ისევ თავის საწინააღმდეგოს… სააკაშვილი თავის ნაცაგენტურასთან ერთად წარმოადგენდა და წარმოადგენს უცხოურ ძალას. როცა უთხრეს, რომ რუსეთთან ლოიალოური პოლიტიკა ეწარმოებინა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მათ ეს გააკეთეს და როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და დაავალეს ანტირუსული პოლიტიკის გატარება, ესეც შეასრულეს. მათ სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან ასეთია აგენტის ხვედრი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“