ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ12:57
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 147 ნახვა

„პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია“

როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა? – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის შეფასებით, მოჩვენებითი პატრიოტიზმი და აღშფოთება განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღეს რუსეთთან დაპირისპირების აქტიურ მხარდამჭერებად პოზიციონირებენ, თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას დადებით მოვლენად აფასებდნენ.

მისივე თქმით, პრობლემა თავად რუსეთში კონცერტის ჩატარება, იქ მუშაობა ან კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობა არ არის.მთავარი საკითხი იმ ადამიანების პოზიციისა და ქმედებების შეუსაბამობაა, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ ქმედებებს, რომლებსაც თავად ახლო წარსულში ახორციელებდნენ.

„ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ქცევაში აშკარად იკვეთება ორმაგი სტანდარტი, მონური მორჩილება და გაცვეთილი პატრიოტიზმი. როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა? პატრიოტიზმი მხოლოდ სიტყვა და სიტყვები არ არის, ის საკუთარი ქვეყნის მიმართ ემოციური კავშირი და მორალური პასუხისმგებლობაა. ამიტომ სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ სხვისი ქვეყნის ტრაგედია შენში გაცილებით ძლიერ ემოციას იწვევს, ვიდრე საკუთარი სამშობლოს ტრაგედია, სად გადის ზღვარი პატრიოტიზმსა და პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულებას შორის?

მოჩვენებითი პატრიოტიზმი და აღშფოთება, განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღეს რუსეთთან დაპირისპირების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები არიან. 2008 წლის ომის შემდეგ კი, როდესაც საქართველოს ტერიტორიები იყო ოკუპირებული, ისინი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას დადებით მოვლენად აფასებდნენ. მეტიც, ომიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ კონკრეტული ადამიანები რუსეთში საქმიანობდნენ, მართავდნენ კონცერტებს და მონაწილეობდნენ იმ ქვეყნის კულტურულ ღონისძიებებში, რომლის სამხედრო აგრესიასაც საქართველო სულ რამდენიმე თვის უკან ჰქონდა განცდილი. აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანებს ოდესმე რუსეთში კონცერტი ჰქონდათ, იქ მუშაობდნენ ან კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობდნენ. პრობლემა არის, მათი ცხოვრების წესი, უპრინციპულობა და ორმაგი სტანდარტი, ისინი დღეს აპროტესტებენ, ქმედებას, რომელსაც ახლო წარსულში თვითონ სჩადიოდნენ, პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი. ვერ იქნები საკუთარი ქვეყნის პატრიოტი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება, თუ შენი ქვეყნის ტრაგედია შენთვის მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ხოლო სხვა ქვეყნის ომი გულწრფელი ემოციისა და მორალური აღშფოთების მიზეზი, მაშინ სრულიად ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ სიტყვა „სამშობლო“ შენთვის ღირებულება კი არა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია.“ – წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  2. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  3. დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
  4. დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“