პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რიტორიკული შეკითხვა- რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სვამს რიტორიკულ შეკითხვას და მიუთითებს ორმაგ სტანდარტებზე საქართველოს მიმართ. ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, დანია, გერმანია, პოლონეთი და ჩეხეთი აძევებენ უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელებს. ქართველიშვილი სვამს შეკითხვას, რა რეაქციას გამოიწვევს „შიგევროპელების“ რიგებში, საქართველომაც ამგვარი გადაწყვეტილება რომ მიიღოს.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს სხვა არათანმიმდევრულ პოზიციებსაც, რასაც პრო-ევროპელები ქვეყანაში ავლენენ:

„ა! ა, კიდო! ახლა კი რიტორიკული შეკითხვა: თქვენი აზრით, რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები. ანუ, საქართველოს მხრიდან ევროპელების გამოცდილების გაზიარება, რას გამოიწვევს შიგევროპელების რიგებში. და ბარემ მეორე რიტორიკულიც: შედის თუ არა კრემლის ინტერესებში, მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჯანსაღი კონტინგენტი რომ არ იღებს მონაწილეობას რუსეთის განადგურებაში და საქართველოში იმალება. და, ჯანდაბაც, მესამე და ბოლო: არიან თუ არა კრემლის ინტერესების გამტარებელი ისინი, ვინც საქართველოში ევროპის ამ გამოცდილების გაზიარებას აუჯანყდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის” – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა