ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ11:38
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 91 ნახვა

„რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა“

მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ დავივიწყოთ, შევეგუოთ რეალობას და ცხოვრება გავაგრძელოთ – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ამ გზავნილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მათთვის აფხაზეთი შესაძლებლობიდან პრობლემად და მძიმე ტვირთად გადაიქცა, ცდილობენ გააუფასურონ აფხაზეთის მნიშვნელობა.

მისი შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა.

„მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ დავივიწყოთ, შევეგუოთ რეალობას და ცხოვრება გავაგრძელოთ. ამ გზავნილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მათთვის აფხაზეთი შესაძლებლობიდან პრობლემად და მძიმე ტვირთად გადაიქცა, ცდილობენ გააუფასურონ აფხაზეთის მნიშვნელობა. რადიკალური ოპოზიცია ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას კი არა, ამ პრობლემის სხვაგვარად “მოგვარებას” გვთავაზობს. უბრალოდ დავივიწყოთ, რომ აფხაზეთი საქართველოა, ამით პრობლემაც “მოგვარდება”, ოპოზიცია ავითარებს აზრს, რომ აფხაზეთის დაბრუნება მიუღწეველია, შეუძლებელია და ამიტომ ამ საკითხზე ფიქრსაც აზრი აღარ აქვს.

რადიკალური ოპოზიციის ახალი დღის წესრიგი, განსაკუთრებით საშიში ნარატივია, რადგან საქმე მხოლოდ პოლიტიკურ პოზიციას არ ეხება. საქმე ეხება ისტორიული მეხსიერების შეცვლას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება ჩვენი ეროვნული მიზანი აღარ უნდა იყოს. აფხაზეთი საქართველოსთვის უბრალოდ ტერიტორია არ არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ნაწილი. აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებული ტრაგედია ათიათასობით ადამიანის ცხოვრებას შეეხო და ეს ტკივილი ერთი პოლიტიკური ჯგუფის სურვილით ვერ გაქრება. შესაძლოა, რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს,სურთ აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა. აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული მოცემულობა, რომელსაც ვერც რადიკალური ოპოზიცია და ვერც მისი გარე პატრონები ვერ შეცვლიან.“ – წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  2. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  3. დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
  4. დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“