ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ15:17
ნინო ფოჩხუა

განცხადება · 177 ნახვა

„გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია! ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა“

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურა გარე პატრონების დავალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დარტყმას ცდილობს.

ფოჩხუას განცხადებით, ოპონენტებმა დაიწყეს მოღალატეობრივი გზავნილების გავრცელება, თითქოს ოკუპაციის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და ქართველებსა და აფხაზებს შორის თანაცხოვრება გამორიცხულია.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიასა და მისი თანამოაზრეების პოზიციაზე და აცხადებს, რომ მათი აღფრთოვანება სომხეთის პრემიერ-მინისტრით, რომელმაც, მისი თქმით, ყარაბაღი უბრძოლველად ჩააბარა, მიანიშნებს იმაზე, რომ „აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის“

„ყველაზე მტკივნეული რაც დღეს ქართველს აწუხებს ეს აფხაზეთი და სამაჩაბლოა, ზუსტად ამ თემას დაარტყა აქაურმა აგენტურამ გარე პატრონების დავალებით, კერძოდ, ამჯერად აფხაზეთთან დაკავშირებით. დაიწყეს ისეთი მოღალატეობრივი გზავნილების გავრცელება, როგორიცაა ოკუპაციის პრობლემის მოგვარების შეუძლებლობა და აფხაზი მოსახლეობის მიუღებლობა ქართველი მოსახლეობის. ყველაზე სასაცილო კი ის არის თუ როგორ აღფრთოვანებულები არიან გვარამია და ძმანნი მისნი ნიკოლ ფაშინიანით, რომელმაც ფაქტიურად უბრძოლველად ჩააბარა ყარაბაღი აზერბაიჯანს. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, რომ გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია!

ყველას მოუწევს გააზრება, რომ ეს არასდროს მოხდება, ტყუილად არ იბრძვის ქართველი 90-იანებიდან დღემდე, აფხაზეთი არის ერის საერთო ტკივილი, რომელიც არ განელებულა და ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა.“- წერს ნინო ფოჩხუა.

ნინო ფოჩხუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
  2. ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
  3. ნინო ფოჩხუა„აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის“
  4. ნინო ფოჩხუა„„ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“