ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ9 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ03:47
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 97 ნახვა

„თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია“

გერმანიაში AfD-ის მზარდი მხარდაჭერა მოქმედი პოლიტიკური ელიტისთვის სულ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. პარტია არ იზიარებს ლიბერალურ დღის წესრიგს, აკრიტიკებს მიგრაციის არსებულ პოლიტიკას, არ ეთანხმება, უკრაინის მიმართ არსებულ, ლიბერალთა შედგენილ დღის წესრიგს, ასევე ეწინააღმდეგება ხელისუფლების რიგ სხვა გადაწყვეტილებებს. პარტიის რეიტინგი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში, სადაც AfD-მ დაახლოებით 45 პროცენტი მიიღო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ კონტექსტში ხდება მნიშვნელოვანი რუსეთის ფაქტორი და ბოლო პერიოდში გერმანიაში რუსეთის მხრიდან შესაძლო დივერსიების, თავდასხმებისა და უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ საუბრის გააქტიურება, პარალელურად კი AfD-ის რუსეთის ინტერესებთან შესაძლო კავშირებზე გაკეთებული აქცენტები, შესაძლოა, ერთმანეთთან პოლიტიკურად იყოს დაკავშირებული.

ექსპერტის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმ პოლიტიკური ძალის ჩამოსაშორებლად, რომელიც მოქმედი ლიბერალური ელიტის დღის წესრიგს არ მიჰყვება.

„ გერმანიაში AfD-ის მზარდი მხარდაჭერა მოქმედი პოლიტიკური ელიტისთვის სულ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. პარტია არ იზიარებს ლიბერალურ დღის წესრიგს, აკრიტიკებს მიგრაციის არსებულ პოლიტიკას, არ ეთანხმება, უკრაინის მიმართ არსებულ, ლიბერალთა შედგენილ დღის წესრიგს, ასევე ეწინააღმდეგება ხელისუფლების რიგ სხვა გადაწყვეტილებებს. პარტიის რეიტინგი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში, სადაც AfD-მ დაახლოებით 45 პროცენტი მიიღო.
ამ პირობებში პარტიის არჩევნების გზით შეჩერება სულ უფრო რთულდება, ამიტომ აქტიურდება მისი აკრძალვის საკითხიც. თუმცა ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები საკმარისი არ არის, საჭიროა ისეთი საზოგადოებრივი ფონის შექმნა, სადაც AfD-ის აკრძალვა უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობად იქნება აღქმული.
სწორედ ამიტომ, ლიბერალებს სცენაზე შემოჰყავთ რუსეთი, რადგან პარტიის აკრძალვის საკითხში შესაძლოა რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტი გახდეს. . გერმანიაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა საუბარი რუსეთის მხრიდან დივერსიების, თავდასხმებისა და უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ. პარალელურად კი კვლავ გააქტიურდა AfD-ის რუსეთის ინტერესებთან კავშირის თემა და პარტიის აკრძალვის მოთხოვნა.
თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება: რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია.
ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პოლიტიკური ძალის ჩამოსაშორებლად, რომელიც მოქმედი ლიბერალური ელიტის დღის წესრიგს არ მიჰყვება. AfD-ის აკრძალვა კი ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური კურსი გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობის პირობებში გაატაროს. ფაქტობრივად ალტერნატივა გერმანიისთვის დღეს დასავლეთში მოქმედი, ერთადერთი მსხვილი მოთამაშე არის, რომელიც გლობალისტების მიზნებს ეწინააღმდეგება, რაც რა თქმა უნდა გლობალისტების ინტერესებში არ შედის.
რუსეთის დამცველად ვერ გამოვდგები, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ დღეს ევროპისთვის რუსეთზე დიდ საფრთხეს, გლობალური ძალები წარმოადგენენ, რომელთა მიზანს ევროპის ეკონომიკის განადგურება და დასუსტება სურს, სუსტი ევროპა, რომლის სათავეში მათთვის მისაღები ხელისუფლება უნდა იყოს, რადგან პროცესები ადვილად მართვადი იყოს, სწორედ ამ სცენარს უქმნის საფრთხეს ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც არა დიფ სტეიტის დღის წესრიგის, არამედ ეროვნული დღის წესრიგის გამტარ ძალად ჩამოყალიბდა!“ – წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  2. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  3. დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
  4. დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“