ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ10 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:29
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 118 ნახვა

„ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“

“47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვია შენობები, პოლიციელები, არ შევარდნილა პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

კირცხალიას თქმით, ალბათ ვერ ჩაერივნენ თავის დროზე ის ძალები, რომლებიც ჩვენს ქუჩებში დათარეშობდნენ თავიანთი უდიდესი სახსრებით, ასობით მილიონი დოლარით და ევროთი და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. მან ასევე ისაუბრა “ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე.

„ევროპაში ნამდვილად არ არის ევროპულად სახარბიელო დრო. ამას ჩვენ დიდი ხანია, წლებია ვამბობთ. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, ვამბობდით, რომ იქაც იღვიძებს ის უკმაყოფილება, რასაც დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა და მმართველობა, ძალიან დიდი ფულით, ყველა საშუალებით, ყველა ინსტიტუციით ახშობს რეალურ ხმას, რეალურ პრობლემებს, თუ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით ნიშანდობლივი და ყურადღება მისაქცევია დიდი ქვეყნები და დიდი ეკონომიკები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წილი მარტივი მდგენელია, კავშირი ეკონომიკური, რომელიც 30 პროცენტს შეადგენდა მსოფლიო ეკონომიკის, ჩამოსულია 15-16 პროცენტამდე, ეს ხომ ხალხზე აისახება. მიგრაციის საკითხები და ა.შ. მნიშვნელოვანია ისლანდიაში რაც განვითარდა რეფერენდუმის კუთხით. ყოველთვის ვამბობდით, არ არსებობს ეკონომიკური კავშირი, რომელ ეკონომიკურ კავშირსაც უნდა რომ მიიღოს და გააწევრიანოს ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად მოწყვლადია, ვინაიდან, შემდეგ ის ქვეყანა ხდება იმ დიდი ეკონომიკების სარჩენი, რასაც დღეს ვხედავთ და რაზეც წუხს ცენტრალური ევროპის მცხოვრები. ისლანდიაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყანაა. ჩატარდა რეფერენდუმი, ალბათ პოლიტიკურმა ძალებმა აუხსნეს საზოგადოებას, საზოგადოებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუ არ ვცდები 53/47-ზე დამთავრდა, მაგრამ 47 პროცენტი არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვია შენობები, პოლიციელები, არ შევარდნილა პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ. ეს არის ევროპა და ცივილიზებული გადაწყვეტილება. ალბათ ვერ ჩაერივნენ თავის დროზე ის ძალები, რომლებიც ჩვენს ქუჩებში დათარეშობდნენ თავიანთი უდიდესი სახსრებით, ასობით მილიონი დოლარით და ევროთი და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“
  2. ირაკლი კირცხალია„ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს“
  3. ირაკლი კირცხალია„როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია““
  4. ირაკლი კირცხალია„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია - რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი“