განცხადება · 120 ნახვა
„ევრობიუროკრატიამ რომ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს“
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა, დაივიწყონ თუ არა ტრადიციები, როგორი იქნება ცხოვრების წესი და ა.შ. თავად ევრობიუროკრატები მიიღებენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„რეალურად [ევრობიუროკრატები] გვეუბნებიან, რომ, თუ ევროკავშირში შევალთ, არ გვექნება სუვერენული უფლებები. გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს თქვენი ეკონომიკა, დაივიწყოთ ტრადიციები თუ არა, როგორი იქნება თქვენი ცხოვრების წესი და ა.შ., ჩვენ მივიღებთო. ახლა იმასაც კი გვეუბნებიან, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – შეერთებულ შტატებს და მისი პრეზიდენტის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას დავუპირისპირდეთ. ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან და კონფლიქტშია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან ჯერჯერობით კიდევ სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
- გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
- გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
- გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“
