განცხადება · 110 ნახვა
თამარ კინწურაშვილს
„საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, სააკაშვილის მრჩეველი, ბოკერიას მოადგილე იყავით. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ამორალურია თქვენი მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“
მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ქალბატონო თამარ, არ არის საჭირო პირის ღრუს დაბინძურება, შეგიძლიათ, უფრო კორექტულად ჩამოაყალიბოთ ხოლმე თქვენი აზრი.
მსურს, საზოგადოებას შევახსენო თქვენი ბიოგრაფია:
„ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი;
„ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი;
„ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე.
ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.“- წერს მაჭავარიანი.
ლევან მაჭავარიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან მაჭავარიანი„ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ- სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან“
- ლევან მაჭავარიანი„არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში“
- ლევან მაჭავარიანი„ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება“
- ლევან მაჭავარიანი„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ“
