ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:19
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 136 ნახვა

გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე

„მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას. რაც მისასალმებელია“

ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა დასვა კითხვები და დააფიქსირა თავის პოზიცია, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით, რაც შეეხება გველესიანს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია აჩვენებს, რომ აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას.
მისივე შეფასებით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება ან მისთვის იარლიყების მიწებება ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს.

„აზრის გამოხატვის თავისუფლება და საკუთარი ხედვა არ არის დანაშაული!
ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა დასვა კითხვები და დააფიქსირა თავის პოზიცია!
როდესაც სპორტსმენი სვამს კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის პოლიტიკური ან ეკონომიკური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ეს ჯანსაღი, მოქალაქეობრივი აზროვნების გამოვლინებაა და არა კრიტიკის მიზეზი. მე დარწმუნებული ვარ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს ამ საკითხზე.

მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას. რაც მისასალმებელია!
განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება ან მისთვის იარლიყების მიწებება ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელზეც ყველა ვთანხმდებით.
ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ თითოეული მოქალაქის, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება და თავისუფლად გამოხატონ იგი!

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგის და მადლობა იმ თავგანწირული თამაშისთვის რაც მან ანახა ეროვნული ნაკრების მაისურით !“ – წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
  2. ლადო სადღობელაშვილი„გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია“
  3. ლადო სადღობელაშვილი„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”“
  4. ლადო სადღობელაშვილი„ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს“