ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:30
ლევან მამალაძე

განცხადება · 120 ნახვა

„არაბიზაცია მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი – ჩვენ გვაქვს მიგრაციის პრობლემა, რომელიც 12 წლის განმავლობაში გაიზარდა 10-ჯერ, 70 პროცენტს შეადგენს დსთ-ს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მთლიანად, არაბული ქვეყნებიდან ჯამში შემოსულია 4 პროცენტი“

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ, არაბიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელმაც ცუდი შედეგი გამოიღო.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს მიგრაციის პრობლემა, ხოლო შემოსული მიგრანტების უმრავლესობას წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის და დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეები. მამალაძემ მოიყვანა საქართველოში არაბული ქვეყნებიდან შემოუსლი მიგრანტების სტატისტიკა და აღნიშნა, რომ ჯამში, მათი წილი მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენს.

„რაც შეეხება არაბიზაციის საკითხს: პრობლემა არაბიზაცია, მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი. ჩვენ გვაქვს მიგრაციის პრობლემა. გაიზარდა 10-ჯერ, 12 წლის განმავლობაში. აი ეს უნდა ვთქვათ: გაიზარდა 257 000-დან, 70% შეადგენს ესენგეს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები – რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და ასე შემდეგ. აგერ არის ეს ციფრები. აი შევხედოთ, თუ გნებავთ, არაბული ქვეყნებიდან რამდენია: ერაყიდან – 4 500, იორდანიიდან – 2 800, ეგვიპტიდან – 1 500, ლიბანიდან – 800, სირიიდან – 600, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჯამში – 300. სულ შემოსული 257 ათასიდან, მთლიანად არაბული ქვეყნებიდან ჯამში შემოსული 4%-ია,“ – განაცხადა ლევან მამალაძემ.

ამ განცხადებას კონსერვატორების წარმომადგენლის, ჯაბა ჟვანიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ არაბი მიგრანტები არ არის პრობლემა, ხოლო ის, რასაც მამალაძე ამბობს, არის ტყუილი და ,,არაბიზაცია” არავის დაურქმევია ამ პროცესებისთვის.

აღნიშნულის საპასუხოდ, ლევან მამალაძემ განაცხადა, რომ „არაბიზაციის” თემაზე მოსაუბრე ძალებმა, მოსახლეობას გაუკეთეს მანიპულირება და ააცდინეს დემოგრაფიული კრიზისის პრობლემას”.