ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ21 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:27
ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე

განცხადება · 137 ნახვა

„როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა“

ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ოპოზიციის ეს ფრთა უცხოელი პატრონების დირექტივით მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანიც საქართველოში მუდმივი დაძაბულობა, შუღლი და მეორე ფრონტის გახსნაა.

„ – ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას!

როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა!

ცხადია, ვის ინტერესებში შედის კავკასიაში ცეცხლის ხელახლა დანთება და შერიგების პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება. ოპოზიციის ეს ფრთა უცხოელი პატრონების დირექტივით მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანიც საქართველოში მუდმივი დაძაბულობა, შუღლი და მეორე ფრონტის გახსნაა.

ხალხს სურს მშვიდობა, დიალოგი და გამთლიანება, ხოლო უცხოური ძალებისგან მართული ოპოზიცია კვლავ სისხლისღვრისა და ომის რიტორიკით საუბრობს.“ – წერს სადღობელაშვილი.