ამბავიპოლიტიკა87 ნახვა
“ნაცმოძრაობის” აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: “კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად”

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, დარინა მიქელაძე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ “ჯუჯებს” უწოდებს.
ის აცხადებს, რომ “ჯუჯების” ოჯახში არსებობა, უმრავლესობას წყევლად მიაჩნია.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად, ჯუჯა ბავშვის ყოლა არაა საშინელება,” – წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში.
ცნობისთვის, დარინა მიქელაძემ მანამდე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ დაწერა: “მაინტერესებს ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ.”