ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს, ასევე მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ დღეს 11 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი20°C
  • ქუთაისი19°C
  • რუსთავი18°C
  • ზუგდიდი19°C
  • თელავი15°C
  • გორი17°C
  • ახალციხე14°C
  • ოზურგეთი21°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია7°C
  • ფოთი20°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 13 ნოემბერი
  • USD2.5935+0.0002
  • EUR2.8793−0.0102
  • GBP3.4431−0.0120
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1341+0.0042
  • AZN1.5259+0.0002
  • 1000 AMD7.1850−0.0094
  • 10 UAH0.5710−0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ13:41
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 162 ნახვა

„ირაკლი კობახიძემ გაეროს წინაშე იმ სახელმწიფოს პოზიციიდან ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში სთავაზობს – ეს კი ცენტრალური როლია“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მოდელზე მკაფიო განაცხადი გააკეთა – საქართველო არ აპირებს რომელიმე ერთი გეოპოლიტიკური ცენტრის დანამატად ქცევას.

„მთავარი, რასაც ველოდებოდი პრემიერის გამოსვლიდან ნიუ-იორკში, არის საუბარი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საქართველოზე, არა როგორც მსხვერპლზე, არამედ ქვეყანაზე, რომელსაც აქვს პრეტენზიაც და პოტენციალიც, ცენტრალური რეგიონალური მოთამაშის როლი მოირგოს საკუთარ თავზე. ირაკლი კობახიძის გამოსვლაში გაჟღერდა, რომ თბილისი ცდილობს, საქართველოს მიმართ საერთაშორისო საუბარი „სამხრეთ კავკასიის პრობლემური ქვეყნის“ კატეგორიიდან გადაიტანოს იმ ქვეყნის კატეგორიაში, რომელიც თავად არის რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის ნაწილი. ოკუპაცია უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად არის დასახელებული, მაგრამ კობახიძის მიერ შემოთავაზებული პასუხი სამხედრო ესკალაცია კი არა, დიპლომატია, შერიგება და ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენაა. და ამ ჩამონათვალში საქართველო საკუთარ უსაფრთხოებას მკაფიოდ აკავშირებს სწორედ რომ ეკონომიკურ გეოგრაფიასთან, სადაც დღის წესრიგში მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ არის – აქ არის ბოლო ხუთი წლის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები, სტრატეგიული პროექტები და საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ფუნქციის გაძლიერება.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უკვე კონკრეტულად საუბრობდა შუა დერეფანზე, შავ ზღვაზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, წყალქვეშა ელექტროკაბელზე, ანაკლიასა და მილსადენებზე. ფორმულა მარტივია: რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო ევროპასა და აზიას შორის საქონლის, ენერგიის, ელექტროენერგიისა და ინვესტიციების გადაადგილებისთვის, მით უფრო მაღალი ხდება მისი სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ფასი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო პრემიერის მიერ დეკლარირებული ფორმულა, რომ საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან – თუკი ეს თანამშრომლობა თანასწორობასა და სუვერენიტეტის პატივისცემას ეფუძნება. ეს უკვე მხოლოდ დიპლომატიური რევერანსი აღარ არის. ეს არის საკმაოდ მკაფიო განაცხადი საგარეო პოლიტიკის მოდელზე: საქართველო არ აპირებს რომელიმე ერთი გეოპოლიტიკური ცენტრის დანამატად ქცევას.

თავად ვიზიტის პრაქტიკაც ამ ხაზს ადასტურებს – კობახიძე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, და მათ შორის განიხილეს როგორც საერთაშორისო უსაფრთხოება, ისე ოკუპირებული ტერიტორიები და ჰუმანიტარული ვითარება. ჩვენთვის ეს ყველაზე მტკივნეული საკითხი კი მთლიანად ჯდება განახლებული სამხრეთ კავკასიის ერთიან კონცეფციაში. თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირება მართლაც მდგრად მშვიდობაში გადაიზრდება და მორიგ დიპლომატიურ პროტოკოლად არ დარჩება, რეგიონმა შეიძლება ფუნქცია შეიცვალოს: კონფლიქტების სივრციდან – მარშრუტების სივრცედ გადაიქცეს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს საკითხი მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი აღარ იქნება. ის გახდება საკითხი იმისა, ვინ დააკავშირებს შავ ზღვას, სამხრეთ კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპულ ბაზარს. და აქ საქართველოს მხოლოდ ლოზუნგი კი არა, რეალური გეოგრაფია, პორტები, რკინიგზა, ენერგეტიკული კომუნიკაციები და უკვე არსებული სატრანსპორტო დერეფნები უმაგრებენ ზურგს. ამიტომ პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ირაკლი კობახიძე გაეროს წინაშე ცდილობდა ესაუბრა არა იმ ქვეყნის პოზიციიდან, რომელიც მსოფლიოს სთხოვს, მის ნაცვლად მოაგვაროს მისი პრობლემები, არამედ იმ სახელმწიფოს პოზიციიდან, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში – და ეს არის ცენტრალური როლი. ოკუპაცია კვლავ ძირითად პრობლემად რჩება, მაგრამ მის გვერდით ჩნდება სხვა იდეაც: საქართველო იმდენად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს რეგიონული ვაჭრობისთვის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციებისთვის, რომ მისი სტაბილურობა მსოფლიოს საერთო ინტერესად იქცეს. ეს უკვე მხოლოდ იმაზე საუბარი აღარ არის, როგორ დავიბრუნოთ ტერიტორიები – ეს არის საუბარი იმაზე, როგორი საქართველო უნდა დახვდეს იმ მომენტს, როდესაც მათი მშვიდობიანი დაბრუნებისთვის რეალური ფანჯარა გაიხსნება. ეს ფანჯარა კი აუცილებლად გაიხსნება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
  2. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  3. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
  4. დავით ქართველიშვილი„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“