ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“ დღეს 17 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:21
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 133 ნახვა

„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“

“გუშინ მიტროპოლიტმა იობმა გააკეთა განცხადება არსებული ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობის თაობაზე. იბადება შეკითხვა - ვის გულისხმობს მეუფე ჩამნაცვლელის კანდიდატში”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი მეუფე იობის ქადაგების შესახებ.

ქართველიშვილი მეუფე იობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იხსენებს, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვები მას რა ბრალდებებს უყენებდნენ. ქართველიშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს პოლიტიკური ბარტერის კლასიკურ მაგალითთან.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს.

“პასუხი მან თვითონვე გასცა ორიოდე წლის წინ, როდესაც არსებულ ხელისუფლებას მოუწოდებდა სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისაკენ და ახასიათებდა წინა რეჟიმს, როგორც სულიერების თვალსაზრისით სამაგალითოს მოქმედ ხელისუფლებასთან შედარებით. პარალელურად - სწორედ სააკაშვილის "სულიერ ოპოზიციასთან" აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველწლიურად აქვეყნებდნენ ძამის ხეობის გამანადგურებელ ანგარიშებს, რომელსაც "კეთილგონიერი ავაზაკების ხეობად" მოიხსენიებდნენ.

პრო-სააკაშვილისეული "ენ-ჯეო-ები" მეუფე იობის ეპარქიაზე იმდენად დაუჯერებელ ფაქტებს ასაჯაროებდნენ, რომ გაკვირვებას ბადებდა - რატომ არ ხდება ამ განცხადებების გასაჩივრება სასამართლო წესით? არც ერთის! მაშინ, როდესაც ჩვენი ეკლესიის რიგითი წევრები ვცდილობდით "ენ-ჯეო-შნიკების" ამ პასკვილებთან ბრძოლას - მღვდელმთავარი ყველაფერს უტარებდა "ქრისტიანულ მიმტევებლიბაში". მეტიც - დღეს სწორედ ჩვენ გვებრძვის, მის დამცველებს ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებებისაგან და სწორედ ამ რეჟიმს ნატრულობს ხელისუფლების სათავეში. რასთან გვაქვს საქმე - ღრმა კოგნიტურ დისონანსთან თუ "სტოკჰოლმის სინდრომთან"? თუ ეს არის მეუფე იობის მკაფიო სიგნალი, რომ ის დღეს ლიბერალური ფაშიზმის მძევლობაშია აყვანილი, შველას ითხოვს და ამ ფორმით მიგვანიშნებს გამოხსნისაკენ.

ეჭვი რომ არ შეგეპაროთ ჩემს ვარაუდებში, მხოლოდ ღია წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციას შეგახსენებთ იმ ორგანიზაციების შესახებ, ვინც წლების განმავლობაში მიწასთან ასწორებდა მეუფე იობს და ძამის ხეობას: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center, ყოფილი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC / Human Rights Education and Monitoring Center), ადამიანის უფლებათა ცენტრი (Human Rights Center, HRC), მწვანე ალტერნატივა (Green Alternative), საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაერთიანება სტუდია მონიტორი (Studio Monitori) და რეგიონული მედიაორგანიზაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (Shida Kartli Information Centre / Qartli.ge).

აი მხოლოდ ძირითადი ამონარიდი ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიდან: "ურბნისისა და რუისის ეპარქია, მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) ხელმძღვანელობით, უმართავ ანკლავად გადაიქცა, სადაც კრიმინალური და სამეურნეო სკანდალები სასულიერო სტატუსს ამოფარებული ხდება. ძამას ხეობაში დღემდე ახსოვთ 2020 წლის აპრილის მოვლენები, როდესაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, სქიმიღუმენმა დავითმა (კობა კობაიძე), უკანონო კალაშნიკოვის ავტომატიდან არქიმანდრიტ დოროთეს ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და საბრძოლო იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო მასალებმა კი მონასტრებში პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, მიმალვაში მყოფი დიონისე კოხრეიძის შეფარების ფაქტები გამოავლინა".

სიტუაციის პარადოქსი ის არის, რომ „ქართული ათონის“ სისტემური მხილება წლების განმავლობაში სწორედ იმ პროსააკაშვილისეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა აწარმოეს, რომლებსაც ამჟამად მეუფე იობი ხელისუფლებაში ნატრულობს და რომლებთანაც მიტროპოლიტი დღეს საერთო ენას პოულობს. სწორედ ოპოზიციასთან დაახლოებული EMC-ის (ამჟამად "სოციალური სამართლიანობის ცენტრი") ანგარიშებმა და ტელეკომპანია Formula-სა და Sakartvelosambebi-ს ჟურნალისტურმა გამოძიებებმა გამოააშკარავა, როგორ დაეუფლა სასულიერო პირების ნაწილი 5,4 მილიონ კვადრატულ მეტრ სახელმწიფო მიწას და როგორ აიძულეს გვერდცინეთის სოფელში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტების ოჯახები, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი, რითაც მათ საძოვრებზე წვდომაც შეუზღუდეს.

იმავე ოპოზიციურმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს არალეგალური სახერხი საამქროების არსებობა და სასულიერო პირების კერძო მიწის იმპერიები: მამა სტეფანის (კორინთელი) საკუთრებაში არსებული 7,9 მილიონი კვადრატული მეტრი, აწ განსვენებული მამა საბას (ჟგენტი) საკუთრებაში არსებული 1 მილიონი კვადრატული მეტრი და მამა დავითის (კობა კობაიძე) საკუთრებაში არსებული 124 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, ხე-ტყის სახერხ საამქროსთან ერთად. ამ ფაქტებს მოჰყვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ორგანოების შემოწმებების ტალღა, რაც დაცულ ტყეებში უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობის ფაქტებს უკავშირდებოდა.

თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან, რომელიც მის ეპარქიას ბრაკონიერობაში, რეიდერობაში და რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებდა, შეურიგებელ დაპირისპირებაში შესულიყო - მიტროპოლიტმა იობმა მასთან ცინიკური გარიგების გზა აირჩია. როდესაც მიხვდა, რომ მოქმედი ხელისუფლება თანდათან ზღუდავს ეპარქიის მოხელეთა თვითნებობას და პასუხისმგებლობას აკისრებს შეიარაღებულ ბერებს, გამოდის, რომ მეუფემ პოლიტიკური მფარველის შეცვლა გადაწყვიტა. სააკაშვილის გათავისუფლებისა და მოქმედი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნები იმავე ძალებთან ალიანსის დამყარების მცდელობაა, რომელთა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიტროპოლიტის წინააღმდეგ კომპრომატებით სავსე სქელი დოსიეები აქვთ, თუმცა ეკლესიის პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მათზე თვალის დახუჭვისთვის მზად არიან.

ამ პოლიტიკური ვაჭრობის მიღმა აშკარა პრაგმატიზმი იკვეთება: მიტროპოლიტი იობი ცდილობს, ოპოზიციისადმი პოლიტიკური ლოიალობა ძამას ხეობაში საკუთარი ფეოდალური „მიწის იმპერიის“ ხელშეუხებლობაში გაცვალოს. "ფეოდალი" და "იმპერია" - ეს არაა მეუფის მისამართით ჩემი შეფასება! ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ეპითეტები მის მიმართ!

ნაცსექტის ინფორმაციას თუ დაეჯერება - მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის უკანონო მფლობელი, არარეგისტრირებული სახერხი საამქროების მაკონტროლებელი და მონასტრებში შეიარაღებული ყოფილი მსჯავრდებულების შემფარებელი ეპარქია სასიცოცხლოდ საჭიროებს მფარველს, რომელიც მის სტატუსს „სახელმწიფოში სახელმწიფოდ“ საბოლოოდ გაამყარებს. ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა, როგორც ჩანს, არც სასულიერო პირებზე ზრუნვით არის ნაკარნახევი და არც იმ გლეხების ინტერესების დაცვით, რომლებმაც საძოვრები დაკარგეს. ეს არის მცდელობა, ხელისუფლების სათავეში მოვიდეს უფრო დამყოლი პოლიტიკური ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სატყეო ზედამხედველობის ორგანოების შემდგომ გამოძიებებს საბოლოოდ დაბლოკავს.

საბოლოოდ, საქმე გვაქვს პოლიტიკური ბარტერის კლასიკურ მაგალითთან: მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, ავტომატური იარაღის შენახვასთან, ტყის უკანონო ჭრასა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს - ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება. და თუ ის მართლაც ტყვეობაშია ამ სატანისტური ძალების - ის სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ, ეს ჩვენი ქრისტიანული ვალია!”- წერს ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  2. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
  3. დავით ქართველიშვილი„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“
  4. დავით ქართველიშვილი„შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული“