ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ30 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ10:09
ჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე

განცხადება · 146 ნახვა

„ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია – უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს“

ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია, – წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შესახებ.

ჩერგოლეიშვილი იხსენებს იმასაც, რომ კუპრაძე მას ერთ-ერთ აქციაზე ევაჭრებოდა, რომ სცენის ფულს მამუკა ხაზარაძე გადაიხდიდა, თუ აქციაზე გაჟღერდებოდა ის გზავნილები, რაც ხაზარაძეს გაუხარდებოდა. მისივე თქმით, კუპრაძე იმაზეც ევაჭრებოდა, რომ თავს არ დასხმოდა, სანაცვლოდ კი სატელევიზიო ეთერს პირდებოდა.

“ანუ ხაზარაძემ ჯამში დახარჯა ალბათ 100 მილიონი გასულ 6 წელიწადში.
იქამდე რა იყვნენ, მაგრამ ამან მთლად საკუთარ საშარდე საფენად აქცია ოპოზიციური ტელემედია.
და რა ჩმორად უნდა ჰყავდე დედას გაჩენილი, არ გრცხვენოდეს, ხაზარაძის ტელეკლოაკაში შეერთებული, ისევ ჩერგოლეიშვილს აბრალებდე საკუთარ ლუზერობას.
P.S. ეს ტიპი ერთ-ერთ აქციაზე გვევაჭრებოდა რომ სცენის ფულს სულ ხაზარაძე გადაიხდის, თუ სცენაზე იმას ვიტყვით, რაც ხაზარაძეს გაუხარდება – ცხადია თავზე გადავახიეთ შემოთავაზება და გერმანული ანგარიშით ავკრიფეთ ფული.
მერე მომადგა და მევაჭრებოდა, თავს არ დაგვესხა და ეთერს მოგცემთო – ანუ ასეთი უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს და ლუზერი ალბათ ჩერგოლეიშვილის გამო ვარო, თავს იტყუებს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.