ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ6 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ13:50
ბიძინა გიორგობიანი

განცხადება · 81 ნახვა

„ხვალ გადაწყდება დაუჭერს თუ არა AfD-ს კანცლერის კანდიდატურას BSW ფრაქცია მხარს – AfD გადავა სახელისუფლებო პარტიის სტატუსში, რაც ძირეულად შეცვლის გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს გვასწავლა 2012 წელმა საქართველოში და ამჯერად გერმანიის მაგალითმა“

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი, გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ გერმანიისთვის გადამწყვეტი დღეა, ვინაიდან, გაირკვევა, უჭერს თუ არა “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) მიერ წარდგენილ კანცლერის კანდიდატურას მხარს სარა ვაგენკნეხტის ალიანსი (BSW).

როგორც ის აღნიშნავს, მხარდაჭერის შემთხვევაში, AfD სახელისუფლებო პარტიის სტატუსში გადავა და მარგინალურ ძალად აღარ ჩაითვლება.

“ხვალ გადამწყვეტი დღეა გერმანიისათვის. ხვალ გადაწყდება დაუჭერს თუ არა AfD—ს კანცლერის კანდიდატურას BSW ფრაქცია მხარს. წინასწარი მოლაპარაკება შედგა, ეს ნაბიჯი იქნება შემდგარი ფაქტი, რომ AfD მიმართ სხვა პარტიების ბოიკოტი (ე.წ. “ცეცხლოვანი ხაზი” ) მოშლილია და AfD მარგინალური ძალიდან გადავა სახელისუფლებო პარტიის სტატუსში, რაც ძირეულად შეცვლის გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს გვასწავლა 2012 წელმა საქართველოში და ამჯერად გერმანიის მაგალითმა,” – წერს გიორგობიანი.

ბიძინა გიორგობიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ბიძინა გიორგობიანი„ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მეტ პროცენტს აგროვებენ, იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან“