ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი8°C
  • გორი5°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ21:58
ბიძინა გიორგობიანი

განცხადება · 171 ნახვა

„ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მეტ პროცენტს აგროვებენ, იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან“

“ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია (ამ შემთხვევაში ალის ვაიდელის AfD) რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მასზე მეტ პროცენტს აგროვებენ”, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი და “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) წევრის, დირკ ბრანდესის მიერ გამოქვეყნებულ პარტიების რეიტინგს აზიარებს, რომლის მიხედვითაც AfD პირველ ადგილზეა.

გიორგობიანის განმარტებით, დიაგრამაზე “უმცირესობათა მთავრობების” სისტემა ჩანს, ამავე სქემის დანერგვა სურდათ საქართველოშიც, 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ოთხ ნაწილად წარმოადგინეს არჩევნებზე, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.

“მოცემულ დიაგრამაზე კარგად ჩანს “უმცირესობათა მთავრობების” სისტემა, რომელიც შექმნილია გერმანიასა და EU ქვეყნებში. ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია (ამ შემთხვევაში ალის ვაიდელის AfD) რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მასზე მეტ პროცენტს აგროვებენ. იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა 4 ნაწილად წარმოადგინეს არჩევნებზე, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ასე მართავს მარიონეტული პარტიების მეშვეობით ბრიუსელის ბიუროკრატია საკუთარ პროვინციებს”, – წერს ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

ბიძინა გიორგობიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ბიძინა გიორგობიანი„ხვალ გადაწყდება დაუჭერს თუ არა AfD-ს კანცლერის კანდიდატურას BSW ფრაქცია მხარს – AfD გადავა სახელისუფლებო პარტიის სტატუსში, რაც ძირეულად შეცვლის გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს გვასწავლა 2012 წელმა საქართველოში და ამჯერად გერმანიის მაგალითმა“