განცხადება · 127 ნახვა
„„ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს. ეს არის რადიკალიზმის სახე – როგორც კი პასუხისმგებლობის დრო დგება, პირველები საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ“
დასტურდება ის, რაზეც მართლმსაჯულება მიუთითებდა: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, რომლებმაც 4 ოქტომბრის მოვლენები და ხელისუფლების დამხობა დააორგანიზეს, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს, – წერა ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სამწუხაროა მხოლოდ ის ხალხი, ვინც ორგანიზატორების ფეხის ხმას აჰყვა და ბრმად ენდო.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
,,დრო ყველაზე მიუკერძოებელი მსაჯულია — ადრე თუ გვიან, ყოველთვის აჩვენებს, ვინ რას წარმოადგენს რეალურად.
დასტურდება ის, რაზეც მართლმსაჯულება მიუთითებდა: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, რომლებმაც 4 ოქტომბრის მოვლენები და ხელისუფლების დამხობა დააორგანიზეს, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს.
ეს არის რადიკალიზმის სახე — სანამ სხვები წინა ხაზზე დგანან, ყველაფერი „გმირობადაა“ შეფუთული, ხოლო როგორც კი პასუხისმგებლობის დრო დგება, პირველები საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ.
სამწუხაროა მხოლოდ ის ხალხი, ვინც ამათ ფეხის ხმას აჰყვა და ბრმად ენდო.
კარგია, რომ დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც სამართალი ამბობს და რასაც ამაზე დაყრდნობით მმართველი გუნდი აცხადებს. ახლა იმედია, დანარჩენი ე.წ. „მშვიდობიანად დამამხობლებიც“ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და მოინანიებენ,” – წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
- გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
- გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
- გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“
