ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ6 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ10:29
ნინო წილოსანი

განცხადება · 114 ნახვა

ზურა გირჩი ჯაფარიძეს

„ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან. როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ“

ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

წილოსანი შალვა პაუაშვილის ტანზანიაში ვიზიტზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი უბადრუკი მდგომარეობის გადასაფარად უმცირესს შანსააც კი ებღაუჭება.

მისი თქმით, საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი.

“ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელის, სერბეთის, ლუქსემბურგის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის საფრანგეთის და აშშ-ის წარმატებული ვიზიტები

და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა

ზურა, ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან

თითქოს უკვე გონს უნდა მოგებულიყავით და საქართველოს ხელისუფლების ვითომ იზოლაციის აბსურდული მითი აღარც გაგხსენებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ

საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი თქვენი და თქვენი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი”- წერს ნინო წილოსანი.

ნინო წილოსანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნინო წილოსანი„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები“
  2. ნინო წილოსანი„საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს“
  3. ნინო წილოსანი„სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო – ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ“
  4. ნინო წილოსანი„2003-2012 წლებში ხელისუფლებაში, შემდეგ კი უკვე ვითომ ოპოზიციის სახით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებდა ძალა, რომლის პოლიტიკაც საერთოდ არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და საოცარი სიზუსტით ერგებოდა გარედან შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურასა და გარედან წამოსულ დავალებებს“